ხშირად დასმული შეკითხვები
ხშირად დასმული შეკითხვები
ვებ-საიტის ფასი გამოითვლება ინდივიდუალურად, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს საიტის მიზნობრიობა, მოცულობა, შედგეს ტექნიკური დავალება და ამის შემდეგ შესაძლებელია ზუსტი ფასის გამოთვლა…
ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ეწვიეთ ბმულს და დაათვალიერეთ ჩვენი მომსახურების პაკეტები: „საიტების დამზადება“
ტექნიკური დავალების შედგენა ძირითადად ხდება დამკვეთთან გასაუბრების შემდეგ, განისაზღვრება გვერდების რაოდენობა, გაიწერება ე.წ. სიათმეფი, საიტის სრული სცენარი (ტექნიკური ფუნქციონალი),
გაივლის კონსულტაციას ტექნიკურ ჯგუფთან და ამის მერე ხდება ისევ დამკვეთთან ერთად საბოლოო ვერსიის დამტკიცება
კარგი და ცუდი საიტი უნდა გავრჩიოთ ტექნიკური პარამეტრებით:
ჩატვირთვის სისწრაფე, ფუნქციონალის გამართულობა, მარტივი ნავიგაცია და ორიგინალური კონტენტი, არის ის ძირითადი პარამეტრები, რის მიხედვითაც შეგვიძლია სუსტ ან გამართულ საიტზე ვისაუბროთ,
ასევე არსებობს უამრავი ონლაინ ხელსაწყო, რითიც შეგიძლიათ დატესტოთ საიტი, მაგალითად: https://pagespeed.web.dev
იმისათვის რომ ვებ საიტი, შესაბამისი სასურველი სიტყვების მიხედვით საძიებო სისტემებში პირველ გევრდზე ჩანდეს, საიტის დამზადების შემდეგ უნდა ჩატარდეს სპეციფიური სამუშაო
საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია SEO Optimization, რომელიც შესაბამისმა სპეციალისტმა უნდა შეასრულოს…
მოიცავს რამოდენიმე საფეხურს: საიტის ანალიზს, კონკურენტების პოზიციების შესწავლას, საძიებო სიტყვების განსაზღვრას, სტრატეგიის დაგეგმვას და უკვე შემდეგ შესაბამისი სამუშაოს ჩატარებას. უფრო დეტალურად იხილეთ: „SEO მომსახურება “
თავისთადად საიტის დამზადება, გაყიდვებს და ცნობადობას არ გაზრდის.
საიტის დამზადების შემდეგ საჭიროა სტრატეგიის დაგეგმვა რომელიც შეიძლება იყოს მოკლე, საშუალო ან გრძელვადიანი, სჭიროა სხვადასხვა აქტივობა – კონტენტის პერმანენტული განახლება და ა.შ. (აქტივობის დაგეგმვაზე ჩვენ გუნდში შესაბამისი პროექტების მენეჯერი მუშაობს)
სოციალური მედიის მომსახურება მოიცავს რამოდენიმე აქტივობა:
კონტენტის მომზადება სოციალური მედიის პლატფორმებისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ვიზუალური, ვერბალური, ვიდეო და ა.შ.,
სოციალური მედიის აუდიტორიასთან ყოველდღიური კომუნიკაცია (მესიჯებზე პასუხი, ყოველდღიური პოსტები და ა.შ.),
სოციალურ მედიაში რეკლამის განთავსება…
ფასი დგინდება შესაბამისი აქტივობის დაგეგმვიდან გამომდინარე, რომელიც დამკვეთის მხრიდან მარკეტინგის გუნდსა და ჩვენი გუნდიდან შესაბამისი პროექტის მენეჯერის მიერ თანხმდება,
სერვისის ზოგადი აღწერის სანახავად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბმულით „სოციალური მედიის მართვა“
კონტენტის მენეჯმენტი არის სოციალური მედიის არხებისათვის, უშუალოდ საიტისათვის და რეკლამისათვის კონტენტის მომზადება, აქტივობის დაგეგმვა და განთავსება.
შესაბამისი ქოფირაითერები საიტის (სოციალური არხის) სპეციფიკიდან გამომდინარე ქმნიან შინაარს და ათანხმებენ დამკვეთთან, დეტალურად სანახავად შეგიძიათ ჩვენს შესაბამის ბლოგს ეწვიოთ: „კონტენტ მენეჯმენტი“
ყოველთვიური ტექნიკური დახმარება საიტებს ჭირდება პირველ რიგში უსაფრთხოების სტანდარტის დასაცავად, როგორც ვიცით ტენოლოგიები საკმაოდ სწრაფად ვითარდება და შესაბამისად ის რაც დღეს გაკეთდა, საკმაოდ მალე „ძველდება“, ამიტომ სასურველია საიტის კოდი მუდმივად განახლდეს და მაქსიმალურად დაცული იყოს,
ასევე როდესაც საიტი „ცოცხალია“ მუდმივად არის საჭირო მცირე განახლებები (გვერიდს, კატეგორიის ჩამატება, ხატულას, ფოტოს მოწესრიგება და ა.შ.) უფრო დეტალურად სანახავად, ისარგებლეთ ბმულით: „მზა საიტების მომსახურება“