კიბერთაღლითობა

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში კიბერთაღლითობა რეალური და მზარდი საფრთხეა. კიბერ კრიმინალების ფანტაზია უშრეტია.

შიფინგული ელ.ფოსტით დაწყებული, ყალბი ონლაინ მაღაზიებით დამთარებული, ისინი მუდმივად იგონებენ ახალ გზებს თქვენი პირადი ინფორმაციის და ფულის მოსაპარად.

ამ ბლოგში რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რაც კიბერ თაღლითებისგან თავის დაცვაში დაგეხმარებათ.

გამოიყენეთ ძლიერი, უნიკალური პაროლები თითოეული თქვენი ანგარიშისთვის და რეგულარულად განაახლეთ ისინი. ასე შეძლებთ მეტნაკლებად მაინც დაიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია კიბერ თაღლითებისგან.

ფრთხილად იყავით უცნობი გამომგზავნის წერილების გახსნისას და არასოდეს დააწკაპუნოთ ბმულებზე, ან ჩამოტვირთოთ დანართები, თუ დარწმუნებული არ ხართ მათ უსაფრთხოებაში.

გახსოვდეთ, თაღლითები ადამიანების მოსატყუებლად და პირადი ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, ძალიან ხშირად იყენებენ ფიშინგ ელ.ფოსტას.

თუ ორფაქტორიან ავთენტიფიკაციას გამოიყენებთ, შეძლებთ დაიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია მაშინაც კი, თუ კიბერ თაღლითებს თქვენი პაროლი აქვთ.

იშოფინგეთ მხოლოდ სანდო რეპუტაციის მქონე ონლაინ მაღაზიებში, რადგან ისინი გადახდის უსაფრთხო მეთოდებს იყენებენ.

განაახლეთ თქვენი კომპიუტერის სისტემა და პროგრამული აპლიკაციები უახლესი განახლებებით.

ფრთხილად იყავით თქვენი პერსონალური ინფორმაციის ონლაინ გაზიარებისას.

განსაკუთრებით მოერიდეთ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებას, როგორიცაა თქვენი პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ან რაიმე ტიპის ფინანსური ინფორმაცია.

მოკლედ რომ ვთქვათ, სანამ თქვენს შიდა სამზარეულოს სააშკარაოზე გამოიტანთ, კარგად დაფიქრდით, რომ ეს ნამდვილად უსაფრთხოა.

რეგულარულად აკონტროლეთ თქვენი საბანკო და საკრედიტო ბარათის ამონაწერები. ასე მარტივად შეძლებთ აღმოაჩინოთ ნებისმიერი არაავტორიზებული ტრანზაქცია.

თუ რაიმე საეჭვო აქტივობას შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ბანკს, ან საკრედიტო ბარათის კომპანიას.

ფრთხილად იყავით ყალბ სმს-ებთან.

ხშირად ნაცნობი კომპანიის სახელით, კიბერ თაღლითები სმს-ებს გვიგზავნიან, დავალიანების დაფარვისკენ გვიბიძგებენ და თანხის ჩასარიცხად ბმულსაც გვთავაზობენ.

ყალბ ბმულზე გადასვლის შემდეგ, ბარათის მონაცემების შეყვანაა საჭირო. ამის შემდეგ კი თქვენი მონაცემები პირდაპირ კიბერ თაღლითების ხელში ხვდება.

გაითვალისწინე, როგორ დამაჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს შეტყობინება, ან თავად კომპანიის სახელი, სხვის მიერ გამოგზავნილ საეჭვო ბმულზე არასოდეს გადახვიდე. მითუმეტეს არ შეიყვანო შენი ბარათის მონაცემები.

ფრთხილად იყავი სოციალური ქსელის მოხმარებისას. ყოველთვის გახსოვდეს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიები თავისი სერვისების შესახებ მესენჯერის მეშვეობით არასოდეს იწერებიან.

თუ სოციალურ ქსელში მსგავსი შემოთავაზება მიიღე, სავარაუდოდ კიბერ თაღლითების ხელში ხარ.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სქემებისა, რომლებსაც კიბერ კრიმინალები იყენებენ.

გახსოვდეთ, კიბერთაღლითობამ შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე მიაყენოს თქენს პირად და ფინანსურ კეთილდღეობას.

იმედი მაქვს, ამ ბლოგში მოცემული რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ მნიშვნელოვანი საფრთხეები და არასოდეს გახდეთ კიბერ დანაშაულის მსხვერპლი.

 

ყველა ბლოგი