კანქვეშა ჩიპების ამბავი

უამრავი ადამიანის აზრით, ახალი ტექნოლოგიები მომაკვდინებელი და დამღუპელია.

არსებობს რაღაც ქვეცნობიერი შიში, რომ ვიღაც ჩვენი ფიქრების და ქმედებების გაკონტროლებას ცდილობს.

ეს ვიღაც ხშირად ანტიქრისტეა, ხშირად უცნობი ადამიანების ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანიც კაცობრიობის ჯერ „გადაჯიშება“ და შემდეგ საბოლოო განადგურებაა.

რავიცი აბა, რა გითხრათ….

პირადად მე, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ჯიბეში უამრავი ხურდა ფულის გარეშე.

ისიც ძალიან მომწონს, საკრედიტო ბარათი თან რომ არ დამაქვს და მარკეტში თანხის გადახდისთვის მხოლოდ მობილური ტელეფონი მჭირდება.

ამ ყველაფერს მეტნაკლებად შევეჩვიეთ და ალბათ ამ შესაძლებლობების გამოყენებაზე უარს უკვე არც ის ზემოთ აღნიშნული „ყველაფრით უკმაყოფილო“ ხალხი ამბობს…

მაგრამ როგორც კი სადმე სიტყვა „ჩიპი“, ან უფრო უარესი, „დაჩიპვა“ გაიჟღერებს, თითქოს ცაზე მეხი გავარდაო. იწყება ქოთქოთი და პანიკა…

მოკლედ სრული ქაოსი და გაუგებრობა…

სინამდვილეში, დღეს უკვე ათასობით ადამიანი ატარებს სხეულით მიკროჩიპს და ელექტრონულ გადამცემს.

სხვათაშორის, ჯერ არცერთ მათგანს ამოსვლია რქები და არც ადამიანის ხორცის ჭამა დაუწყია. ისინი თავს გადასარევად გრძნობენ და ირწმუნებიან, რომ მათთვის ცხოვრება ასეთი მარტივი და კომფორტული აქამდე არასოდეს ყოფილა.

მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. საერთოდ რატომ გაჩნდა საჭირო მიკრო ჩიპების გამოყენება?!

თავდაპირველად NFC ჩიპების დამოტაჟება ისეთ უბრალო რაღაცებში დაიწყეს, როგორიცაა მაგალითად, პროდუქტი მაღაზიის დახლებზე.

მათში ჩაწერილია უნიკალური ერთჯერადი კოდი, რომელიც სპეციალურ ელექტრო მოწყობილობასთან მიახლოვების დროს, პროდუქტის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევს.

აღწერის გარდა, ასეთი ტიპის ჩიპების საშუალებით, შესაძლებელია უამრავი ნივთის მოპარვისგან და დაკარგვისგან დაზღვევა.

უფრო მეტიც, ამ ტექნოლოგიას ცხოველებშიც აქტიურად იყენებენ.

დღესდღეისობით ნებისმიერ ვეტ კლინიკაში გვთაზობენ შინაური ცხოველის „დაჩიპვას“, რადგან თავიდან ავიცილოთ მათი დაკარგვა.

დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ NFC- დან უფრო მეტად გადავიდეთ RFID ჩიპებზე.

ეს უკანაკნელი ჩვენ გვაქვს პლასტიკურ ბარათებზე, რომელზეც ინფორმაციის ჩაწერა და წაკითხვა ხდება უფრო ხშირად. ყოველ ჯერზე, როდესაც თანხას ვიხდით, ინფორმაცია მიდის როგორც ბანკში, ასევე იწერება ბარათზე.

ამ ტექნოლოგიას უკვე ისედაც დიდი ხანია ვიყენებთ, თუმცა მოდით, ახლა უშაუალოდ კანქვეშა მიკრო ჩიპებზე ვისაუბროთ.

საერთოდ როგორია და რა ფუნქციები აქვს ამ კანქვეშა მიკრო ჩიპს, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება?!

მისი ზომა სულ რამოდენიმე მილიმეტრია და ის ცერა თითსა და მაჯას შორის მონტაჟდება. კანქვეშა ჩიპზე დატანილია კოდი, რომლის იდენტიფიცირებასაც სპეცალური წამკითხველი ახდენს და ეძებს მონაცემებს, რომელიც ამ კოდთან არის დაკავშირებული.

მხოლოდ ხელის შეხებით, შენ შეგიძლია გააღო ელექტრონული საკეტით დაკეტილი კარი… გადაიხადო თანხა… გააზიარო ინფორმაცია…

არ დაგჭირდეს უამრავი პაროლის დამახოვრება და ა.შ. ჩიპზე ჩაწერილია შენი სამედიცინო ისტორიაც. კლინიკებში ვიზიტისას, ან თუნდაც უბედური შემთხვევის დროს, ეს საქმეს ძალიან ამარტივებს.

ჩიპის საშუალებით, მედიკოსს მარტივად შუძლია გაიგოს შენი სისხლის ჯგუფი… იმ მედიკამენტების დასახელებები, რომლებსაც იღებ და კიდევ სხვა მრავალი ტიპის საჭირო ინფორმაცია.

მიკრო ჩიპებს მთელ მსოფლიოში იყენებენ, თუმცა ის განსაკუთრებული პოპულარობით შვედეთში სარგებლობს.

შვედები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მაღალი მიმღებლობით ახალი ტექნოლოგიების მიმართ და ისინი ყოველთვის მოწინავეები იყვნენ ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისების კუთხით.

მოკლედ, კანქვეშა ჩიპების ამბავი შევედეთიდან იწყება. ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რის გამოც ადამიანთა ნაწილი ამ ყველაფრის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, პერსონალური მოაცემების უსაფრთოების დარღვევის საშიშროებაა…

თუმცა როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, კანქვეშა ჩიპები ჰაკერული თავდასხმებისგან კარგად არის დაცული.

თანაც, ნუ დაგვავიყდება, რომ ამ მხრივ რეალურად ბევრად დაუცველები ვართ მობილური ტელეფონების გამოყენების დროს.

ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ GOOGLE-ს, FACEBOOK-ს და ა.შ. თუნდაც APPLE და კიდევ უამრავი სხვა კომპანია ფლობს ინფორმაციას ჩვენს შესახებ.

FACEBOOK-ს იმდენად საფუძვლიანად ვყავართ შეწავლილი, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გვაწვდის რეკლამას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კანქვეშა ჩიპების გამოყენება წესით, აღარც ისე საშიშად უნდა გვეჩვენებოდეს.

სულ რამოდენიმე თვეში საქართველოშიც შესაძლებელი გახდება მსგავი ტიპის ჩიპების შეძენა.

ეს ინფორაცია პირველად საკმაოდ დიდი ხნის წინ გაჟღერდა და თავზარი დასცა ქართულ საზოგადოებას. პირველი ტალღა უკვე გადავიარეთ.

მე პირადად, მეორე ტალღას მაშინ ველოდები, როცა აღნიშნული ჩიპები უკვე უშუალოდ ტექნიკის მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება.

ამ მაღაზიების მფლობელებს ვურჩევდი, თავდასხმების ასარიდებლად, დიდ პოსტერზე შავით თეთრზე დააწერონ, რომ ჩიპების გამოყენება სავალდებულო არ არის…

და არც არასოდეს იქნება…

რომ კოდში სამი ექვსიანი არ ეწერება და ძალით არავის „დაჩიპავენ“…

მათი კანქვეშ განთავსება ნ ე ბ ა ყ ო ფ ლ ო ბ ი თ ი ა !

 

წაიკითხე ყველა ბლოგი