ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა (ISMS)

დღეს რომ ბიზნესისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამაზე წინა ბლოგში უკვე ვისაუბრეთ.

ღირებული ინფორმაციის დასაცავად და კიბერსაფრთხეებისგან თავის ასარიდებლად, კომპანიები განსხვავებულ ხერხებს მიმართავენ.

დღეს, კონკრეტულად, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემაზე (ISMS) ვისაუბრებთ.

ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა (ISMS) ბიზნესის რისკების მართვის მიდგომაზეა დაფუძნებული.

მისი მეშვეობით ხდება როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვა, ასევე ფუნქციონირება, მონიტორინგი, განხილვა, მხარდაჭერა და გაუმჯობესება.

ის ასევე აღწერს ორგანიზაციის მიდგომას ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მიმართ.

(ISMS) კომოპანიებს საფრთხეების ამოცნობაში ეხმარება. ის განსაზღვრავს, თუ როგორ აიდენტიფიცირებს და პასუხობს ბიზნესი ინფორმაციასთან დაკავშირებულ სისუსტეებს და საფრთხეებს.

სწორ (ISMS)-ს ბიზნესისთვის უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია.

ის საშუალებას მოგცემთ მოიპოვოთ უპირატესობა კონკურენტებს შორის, აითვისოთ ახალი სექტორი და კომპანიები და გააძლიეროთ ურთიერთობა არსებულ მომხმარებელთან. და რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რეპუტაციის ამაღლების გზით, გააძლიეროთ საკუთარი ბრენდი.

კომპანიაში ინფორმაციული უსაფრთხოების მაღალი დონის დასადასტურებლად (ISMS)-ით კომპანიები ხშირად ISO 27001 სტანდარტის დანერგვას მიმართავენ ხოლმე.

მასზე წინა ბლოგში უკვე დეტალურად ვისაუბრეთ. ამ გზით მიიღწევა:

  • მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა – მუდმივად იზრდება კანონების, რეგულაციების და ხელშეკრულების მოთხოვნები, რომლებიც ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.
    მათ უმეტესობასთან შესაბამისობა შეიძლება ISO 270001 – ის დანერგვით გადაწყდეს, რადგან ეს სტანდარტი ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სრულყოფლ მეთოდოლოგიას იძლევა.
    მომხმარებელი ყოველთვის ძალიან მგრძნობიარეა, როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება.
  • კონკურენტული უპირატესობა – როდესაც თქვენ გექნებათ სერტიფიკატი, ის მოგანიჭებთ დიდ უპირატესობას, სხვა კომპანიებთან შედარებით, მომხმარებლის თვალში.
  • დაბალი დანახარჯი – ყველანაირ ინციდენტს თავისი ღირებულება აქვს. ლოგიკურია, რომ საფრთხეების თავიდან აცილების შემთხვევაში, ფინანსებს საგრძნობლად დაზოგავთ. ISO 27001-ში ინვესტიცია გაცილებით მცირეა, ვიდრე ის პოტენციური ზარალი, რომლის წინაშეც დაცვის სისტემების არქონის პირობებში შეიძლება დადგეთ.
  • ეფექტიანი ორგანიზაცია – როგორ წესი, სწრაფად მზარდ კომპანიებს არ აქვთ დრო, შეაჩერონ და გაწერონ თავიანთი პროცესები და პროცედურები. შედეგად, ძალიან ხშირად თანამშრომლებმა არ იციან რა, როდის, და ვის მიერ უნდა გაკეთდეს. ISO 27001 -ის დანერგვა ხელს უწყობს მსგავსი სიტუაციების მოგვარებას… რადგან მოითხოვს კომპანიებმა ჩამოაყალიბონ ძირითადი პროცესები და პოლიტიკა, რაც საშუალებას მოგცემთ შეამციროთ თქვენი თანამშრომლების დაკარგული დრო და გაზარდოთ პროცესების ეფექტიანობა.

ამავე თემაზე