ინტერვიუ სოლოსტუდიოს დამფუძნებელ – ტატო მახაშვილთან

2022 წლიდან სოლოსტუდიოსთვის ბლოგების წერა დავიწყე. თქვენ ახლა სწორედ მესამოცე მათგანს კითხულობთ.

ამასობაში, კომპანია თხუთმეტი წლის გახდა. ვფიქრობ, ბევრი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ დღეს, არც მეტი, არც ნაკლები – შემოგთავაზოთ ინტერვიუ სოლოსტუდიოს დამფუძნებელ, ტატო მახაშვილთან

 

ტატო, საიტების დამზადება 15 წლის წინ დაიწყეთ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ვებგვერდი თითზე ჩამოსათვლელ ბიზნესებს ქონდა. ეს იმ დროისთვის სარისკო ნაბიჯად არ მოგეჩვენათ?

საიტების კეთება კიდევ უფრო ადრე დავიწყე. ერთერთ პრესტიჟულ ვებ სტუდიაში პროექტების მენეჯერად ვმუშაობდი, შესაბამისად ბიზნესთან ყოველდღიური შეხება მქონდა.

ვხედავდი, რომ ძალიან ცოტა მათგანს ქონდა ვებგვერდი, თუმცა ბევრს უნდოდა. ეს კი იმ დროს საკმაოდ „ძვირი სიამოვნება“ იყო.

სწორედ აქედან წამოვიდა იდეაც, შეგვექმნა ე.წ. „სტანდარტული“ პროდუქტი, რომელიც საშუალო და მცირე ბიზნესისთვისაც ხელმისაწვდომი იქნებოდა..

 

საერთოდ არსებობს საქართველოში მსგავსი საქმიანობის კომპანია, რომლის გამოცდილებაც 15 წელს ითვლის? რა მოგცათ ამ წლებმა?

როდესაც ვიწყებდით, ბაზარზე სულ 5-6 კომპანია იყო, რომელიც საიტებს ქმნიდა. დაბალ და საშუალო სეგმენტში კონკურენტები თითქმის არ გვყავდა…

დღეს მგონი, მხოლოდ ორი, თუ სამი მათგანია შემორჩენილი…

ადგილობრივი ვებ და დიჯითალ ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პრიცესშია და შესაბამისად, საკმაოდ ჭრელია, ამიტომ, სიმართლე გითხრა, კონკურენტებს დიდად არ ვაკვირდები.

ჩვენი მთავარი ორიენტირი საკუთარი თავის განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტრენდების ათვისებაა, როგორც ტექნოლოგიურ,  ასევე სერვისის ნაწილში.

წლებმა საკმაოდ დიდი გამოცდილება და კომპეტენცია მოგვცა ამ საქმეში.

 

ამ დროისთვის, სულ რამდენი პროექტი გაქვთ განხორციელებული?

ვუახლოვდებით 700-ს და რომელიმე ჩვენ მომავალ დამკვეთს სასიამოვნო საიურპრიზიც ელოდება, რომელსაც ჯერჯერობით საიდუმლოდ შევინახავ

 

როგორია სამუშაო პროცესი? რა ეტაპებს გადიხართ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მოგმართავთ (საიტის დამზადების თაობაზე)?

სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა:

პირველ რიგში, ვარკვევთ დამკვეთთან – რისთვის უნდა ვებგვერდი, პირდაპირ საიტიდან გაყიდვებისთვის, კორპორატიული, საიმიჯო და ა.შ. ამის შემდეგ, იწყება სტრუქტურის დაზუსტება და ოპტიმიზაცია.

ამას მე საიტის ფურცელზე წერას ვეძახი, რაც იმისთვის ხდება, რომ დამკვეთმა მიიღოს ზუსტად ის, რაც ჭირდება…

და სამომავლოდ არ ქონდეს განცდა, რომ რაღაც დავაკელით, ან/და ბიუჯეტის გასაზრდელად რამე „შევტენეთ“.

ამის შემდეგ იწყება დიზაინის შერჩევა და მორგება დამკვეთის კორპორატიულ სტილზე და წინასწარ შეთანხმებულ სტრუქტურაზე.

აქაც ყველა ეტაპზეა დამკვეთი ჩართული და შეიძლება ითქვას, ლაივ რეჟიმში უყურებს, როგორ იწყობა მისი ვები.

ამავდროულად გვაწვდის კონტენტს, რომელსაც ჩვენ პარალელურად ვანთავსებთ საიტზე.

შემდეგ ხდება ტესტირება, დამკვეთის ტრენინგი მართვაში და ნეტში განთავსება…. აქვე დავძენ, რომ ამ პროცესს გადის ნებისმიერი საიტი, იქნება ეს მაღალ ბიუჯეტიანი, დაბალი ან საშუალო…

ამის შემდეგ კი იწყება ყველაზე  მთავარი – საიტის მართვა…

ამას ან თავად დამკვეთი აკეთებს, ან ჩვენ, ცალკე სერვისის სახით… ეს ეტაპი ყველაზე მნიშვნელოვანი და შრომატევადია…

ამიტომ მე ყოველთვის ვეუბნები ჩვენს მომხმარებლებს, რომ საიტის დამზადება, შედეგის მიღების გზაზე გავლილი მხოლოდ 25-30%-ია, დანარჩენი შემდეგ!…

 

კიდევ რა მომსახურებას თავაზობთ მომხმარებელს?

რადგან მხოლოდ საიტის დამზადება და განთავსება ხელშესახებ შედეგს ძალიან იშვიათად დებს, ჩვენც დროთა განმავლობაში გავზარდეთ სერვისების ჩამონათვალი.

დღეს სოლოსტუდიოს სხვადასხვა პაკეტი, შემდეგ მომსახურებებს მოიცავს:

  1. საიტის მართავა და ტექნიკური მხარდაჭერა (მისი დამზადების შემდგომ)
  2. კონტენტ მენეჯმენტი
  3. ციფრულ მარკეტინგი
  4. SEO ოპტიმიზაცია
  5. საჭიროების შემთხვევაში, გრაფიკულ დიზაინი და კორპორატიული სტილის შექმნა
  6. ქოფირაითინგი

თუმცა ფოტოგადაღებაზეც ვყოფილვართ 😊

მოკლედ, ვცდილობთ ერთი ფანჯრის პრინციპი დავამკვიდროთ…

 

თქვენი სერვისებიდან, ყველაზე მოთხოვნადი და შესაბამისად გაყიდვადი რომელია?

საიტის დამზადება, რა თქმა უნდა, მოწინავე ადგილს იკავებს…

თუმცა ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს მომხარებელში ნელნელა მკვიდრდება ვებგვერდის შემდგომში მოვლის კულტურაც.

ხშირად დამწყვეტია გული, როდესაც კარგი საიტი „გაუფუჭებიათ“, ხან მოუვლელობით (ნახევრად შეუვსებელი კონტენტი), ხან არცოდნით… რაღაცეების თავისით შეცვლის მცდელობით და მსგავსი ქმედებებით.

ასევე ბოლო დროს ძალიან მოთხოვნადი გახდა SEO და ციფრული მარკეტინგი. ამ მიმართულებით საკმაოდ საინტერესო გუნდი შევკარით და  რამდენიმე საინტერესო პროექტიც განვახორციელეთ..

 

დღევანდელ ეპოქაში ყველაფერი ელვის სისწრაფით იცვლება. რამდენად მნიშვნელოვანია კომპანია მუდმივად ციფრული სიახლეების საქმის კურსში იყოს?

როდესაც თქვენ გესაუბრებით, პარალელურად udemy მაქვს გახსნილი და ვეძებ რამე საინტერესოს და სასარგებლოს, რომ ვისწავლო 😊…

როცა ციფრულ სამყაროში ხარ, მოსადუნებლად ერთი დღეც კი არ გაქვს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ყველაფერი ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ დაწევა თითქმის შეუძლებელია.

ამ საქმეში გაჩერება არ შეიძლება, თვითგანვითარება ყოველთვის პრიორიტეტი უნდა იყოს.

 

უახლესი, თანამედროვე ტრენდების შესახებ რას გვეტყვი?

ერთერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე ტრენდია მობილურზე ადაპტირებული და მარტივად აღქმადი დიზაინი.

ეს არამხოლოდ ვიღაცის გემოვნების ამბავია, არამედ SEO-ს ერთერთი მთავარი მოთხოვნა…

გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია საიტის სიწრაფე (სწრაფად ჩატვირთვა) და დინამიკა – ანუ მუდმივად განახლებული კონტენტი…

მარტივად რომ ავხსნა, წარმოიდგინე, რომ გუგლის რობოტი შემოვიდა შენს საიტზე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… დახვდა იგივე კონტენტი და ფიქრობს, რომ შენ „დგახარ“.

შესაბამისად უფრო იშვიათად გაკითხავს (თუ ძალიან ჭირდები), რადგან თვლის, რომ შენთან ახალს ვერაფერს იპოვის…

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია სოციალური აქტივობა და აქ არ იგულისხმება მხოლოდ facebook. ყველა თაობას და ინტერესთა სფეროს ადამიანს თავისი ფავორიტი სოციალური ქსელი აქვს.

მნიშვნელოვანია ეს სოცილაური აქტივობებიც სწორად შეირჩეს…

პირობითად, საიტების დამზადების რეკლამა 65+ დიასახლისებს არ ვანახოთ, ან სამედიცინო სახარჯი მასალების პროდუქცია – თინეიჯერებს…

 

ტატო, შენი გამოცდილებით, ყველაზე მეტად რა აქცევს მომხმარებელს ერთგულ კლიენტად?

სინდისიერი და ხარისხიანი სერვისი… და სიტყვა „სინდისიერი“ შემთხვევით არ მიხსენებია…

ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსულა მომხმარებელი და უთქვამს, რომ უნდა ინტერნეტ მაღაზია, ჩვენ კი დაგვირწმუნებია უბრალოდ საიმიჯო საიტი, ან კატალოგი გაეკეთებინა.

რატომ? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს…

პირველი მიზეზი ძალიან პრაგმარტულია. მირჩევნია დღეს ერთი დამკვეთისგან 1000 ლარით ნაკლები ავიღო, მაგრამ ვიცოდე, რომ სამომავლოდ, როცა მომსახურება დაჭირდება, ისევ ჩემთან მოვა.

გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ არანაირი თანხის სანაცვლოდ არ შეიძლება გაუკეთო დამკვეთს ის, რაც რეალურად იცი, რომ არაფერში გამოადგება. დიახ, აქ მორალური ფაქტორი იჩენს თავს.

მე მომხმარებელს არასოდეს ვუყურებ ისე, როგორც კლიენტს და არ დავუშვებ, ჩემმა ქმედებამ, სამომავლოდ მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს.

ვფიქრობ სწორედ ამ მიდგომამ მოიტანა ის, რომ გვყავს რამოდენიმე დამკვეთი რომელთანაც უკვე 12-13 წელია ვთანამშრომლობთ…

 

ვხედავ გაჩერებას არ აპირებთ და ეს ძალიან მახარებს. როგორია თქვენი უახლოესი და შორეული გეგმები?

ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე სერვისის გამრავალფეროვნებაზე და დახვეწაზე ვმუშაობთ.

გვინდა უკვე ნახსენები ერთი ფანჯრის პრინციპი საფუძვლიანად დავამკვიდროთ და შესაბამისად, მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული გავხდეთ.

რაც შეეხება ცოტა უფრო გრძელვადიან და ამბიციურ გეგმებს, გვინდა ევროპის ბაზარზე შევიდეთ, ამაზეც აქტიურად ვმუშაობთ და მალე ჩვენი ციურიხის წარმომადგენლობა დაიწყებს მუშაობას…

 

და ბოლოს, დაასახელე შენი ის სამი თვისება, რომელმაც შენი კომპანია ციფრულ ბაზარზე ასეთ წარმატებულ მოთამაშედ აქცია.

საკუთარ თავზე ცოტა რთულია, ამიტომ მოდი ჩემი დამკვეთების ნათქვამს გავიმეორებ:

ერთი ის, რომ ორიენტირებული ვარ დამკვეთისთვის სრული კომფორტის შექმანზე და არა ერთჯერად სარგებელზე.

მეორე ალბათ ის, რომ ჩემთვის არ აქვს მნშვნელობა პროექტი დიდია თუ პატარა, მაინც ბოლომდე მივყვები.

და მესამე… ალბათ მეგობრულობა და არა მენტორული იმიჯი (რაც ბევრ ნახევრადნიჭიერ და ამბიციურ ადაიმიანს ახასიათებს).

 

ყველა ბლოგი