იმეილ მარკეტინგი

მოდით პირდაპირ ასე ვთქვათ: იმეილ მარკეტინგი ციფრული მარკეტინგის ყველაზე ძველი მიმართულებაა,
რომელმაც აქტუალობა ჯერაც არ დაკარგა და ალბათ არც არასდროს დაკარგავს.

ახლა ცოტა თავიდან დავიწყოთ:

როცა პოტენციურ მომხმარებელთან საკონტაქტო გზებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყველას სოციალური მედია გვახსენდება და ძალიან სწორადაც…

თუმცა რა ხდება მაშინ, როცა მომხმარებელი შენს ბიზნესთან კავშირს წყვეტს და მისთვის განკუთვნილი მესიჯებიც უბრალოდ იკარგება.

რა ხდება და მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლოა საკმაო შემოსავლებს უშვებ ხელიდან.

სწორედ ამიტომ, საჭიროა მომხარებელს ბიზნესთან რამდენიმე შეხების წერტილი ქონდეს.

ამისთვის შეიძლება არაერთ გზას მივმართოთ…

მაგალითად, როგორიცაა მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა… Follow-up სატელეფონო ზარები, ან რეთარგეთირება, თუმცა ამ ბლოგში იმეილ მარკეტინგზე გიყვებით, ასე რომ ეს მიმართულება ჩავშალოთ:

იმეილ მარკეტინგის საშუალებით ხდება სარეკლამო დიზაინის მქონე იმეილების გაგზავნა სამიზნე აუდიტორიისთვის.

პოტენციურ მომხმარებელს შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენი პროდუქცია, ან მომსახურება, აცნობოთ აქციების, ან ფასდაკლებების შესახებ.

მოკლედ, გააგებინოთ ის, რაც თქვენ გსურთ, თუმცა როგორც ყველაფერში, აქაც ზომიერების დაცვას გირჩევდით.

საჭიროა გაგზავნილი შეტყობინებების დროულობა სწორად იყოს განსაზღვრული.

უაზროდ ბევრი იმეილით შეიძლება პოტენციურ მომხმარებელში გაღიზიანება გამოიწვიოთ.

მიზნობრივი აუდიტორიის სწორად განსაზღვრა რომ ნებისმიერი საქმიანობის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია, ამაზე ყველა ვთანხმდებით.

წარმატებული იმეილ მარკეტინგული კამპანიის დასაწყებად, აუცილებელია შევადგინოთ პოტენციური ადრესატების ელექტრონული ფოსტების მისამართების სია.

ამ უკანასკნელის მისაღწევად საუკეთესო გზა, თქვენი ვებ გვერდის ვიზიტორების გამომწერებად ტრანსფორმირებაა.

რაც არ უნდა არასასიამოვნო მოსასმენი იყოს, ფაქტია, რომ მათი უმრავლესობა სიახლეების გაცნობის გარეშე ტოვებს თქვენს საიტს…

ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ exit-intent (popup) ფანჯრები, რომელიც მიიპყრობს თქვენს ვებ გვერდზე შემოსული ვიზიტორების ყურადღებას და მათ თქვენს გამომწერებად და მომხმარებლებად გადააქცევს.

რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია იმეილების შინაარსი და ვიზუალი.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სათაურის ველსაც, რადგან პორველად სწორედ ამან უნდა მიიქციოს პოტენციური მკითხველის ყურადღება.

არ არის აუცილებელი წერილი დიდი იყოს, უმჯობესია ვეცადოთ მთავარი სათქმელი დასაწყისშივე ვთქვათ.

გასათვალიწინებელია ისიც, რომ თქვენი იმეილის ვიზუალი შეიქმნას ისე, რომ ნებისმიერ გაჯეტს ერგებოდეს.

ადამიანების დიდი ნაწილი ელექტრონულ ფოსტას მობილური ტელეფონის საშუალებით ამოწმებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს თითქოს მარტივი საქმიანობა არც ისეთი მარტივია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

სანამ იმეილ მარკეტინგის კამპანიას დაიწყებთ, კარგად უნდა დაგეგმოთ და გაითვალისწინოთ თითოეული დეტალი, რადგან ამ სფეროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნუ მოგერიდება ამ საქმეში პროფესიონალები დაიხმარო.

ეს არც ისე ძვირი ჯდება და თანაც რეალურად შეიძლება გამოადგეს შენს ბიზნესს.