თუ Facebook-მა პოსტი წაგიშალათ

არც ისე იშვიათია შემთხვევები, როცა სოციალურ ქსელებში, ერთი პოსტი ბრწყინვალედ მუშაობს, მეორე კი, მოდერაციის გამო, მოულოდნელად ქრება.

თუ Facebook-მა პოსტი წაგიშალათ და ფიქრობთ, რომ ეს შეცდომით მოხდა, პანიკაში ნუ ჩავარდებით.

ამ ბლოგში გაიგებთ, როგორ უნდა გაარკვიოთ აღნიშნული ქმედების მიზეზი და როგორ მოახდინოთ არგუმენტირებული გასაჩივრება. ასევე გასწავლით, რა პრევენციული ნაბიჯები უნდა გადადგათ იმისთვის, რომ მომავალში, მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდე დაიყვანოთ.

რატომ შლიან პოსტებს?

ალგორითმი და მოდერატორები, პირველ რიგში, ეძებენ იმ ნიშნებს, რომლებიც შეიძლება არღვევდეს პლატფორმის წესებს.

ეს წესებია: სიძულვილის ენა, ძალადობის წახალისება, ბულინგი, სიშიშვლე/სექსუალური შინაარსი, შეცდომაში შეყვანა, საშიში პროდუქტის რეკლამა და სხვ.

ბევრი პოსტი კონტექსტის გამოტოვების გამო იშლება. მაგალითად, როცა განათლებაზეა საუბარი, მაგრამ ტექსტი/ვიდეო ამას თემას არ პასუხობს.

რა არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ, თუ პოსტი წაგიშალეს?

შეტყობინებაში ან Account Quality/Support Inbox-ში შეამოწმეთ შემდეგი დეტალები: რომელმა წესი დაირღვა და არის თუ არა Request Review.

რაც უფრო სწრაფად გაასაჩივრებთ, მით უკეთესი.  პლატფორმა ხშირად სწორედ პირველადი გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს.

როგორ დავწეროთ ეფექტური აპელაცია?
  • კონტექსტი გამოჩნდეს პირველივე ხაზში. ერთი-ორ წინადადებაში ახსენით, რა იყო პოსტის მიზანი. იყო ეს საინფორმაციო, სარეკლამო, ჟურნალისტური ანგარიში, განათლება თუ სხვა.
  • დამატეთ ლინკები/რეფერენსები, მიუთითეთ, რომ მასალა რეალური მოვლენების აღწერა ან კრიტიკული განხილვაა და არა წახალისება.
  • ხშირად საკმარისია მცირე რედაქტირება. სათაურში ან ქეფშენში დამატებითი განმარტება, გამაფრთხილებელი ნიშანი (შინაარსი განკუთვნილია განათლებისთვის), სენსიტიური ფრაგმენტების დაბლარვა.
  • თავშეკავებული ტონი და კონკრეტული არგუმენტები უკეთ მუშაობს, ვიდრე პრეტენზიული გასაჩივრება.
რა უნდა ვქნათ მაშინ, თუ უარყოფითი პასუხი მივიღეთ?

ბიზნეს-გვერდების შემთხვევაში, გადაამოწმეთ Monetization/Policy ჩანართები. ზოგჯერ შეზღუდვა პირადად პოსტზე კი არა, გვერდის მონეტიზაციაზე ვრცელდება.

ზოგჯერ, შესაძლებელია გადაწყვეტილების უფრო მაღალ დონეზე გასაჩივრებაც, თუმცა ამას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა პლატფორმის შიდა გადახედვა უკვე გავლილი გაქვთ.

გახსოვდეთ, რომ წაშლილი პოსტი ტრაგედია არ არის. ჩათვალეთ, რომ ეს არის სიგნალი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ თქვენს პოსტებს მეტი ახსნა, კონტექსტი და ფორმატირება ჭირდება.

ხშირად ბრენდები ასე უკეთ იგებენ, რა მუშაობს, სად არის ზღვარი და როგორ უნდა მოვყვეთ ამბავი ისე, რომ იდეა არ დაიკარგოს.

როგორც წესი, როცა ემოციებს გვერდით გადავდებთ და საკითხს ფაქტებით, მშვიდად და არგუმენტირებულად მივუდგებით, შედეგიც მეტად კონსტრუქციულია.

 

შესაბამისი სერვისების სანახავად მიყევით ბმულს