ვინ ვართ ჩვენ

17 წლის წინ, სამმა  თანამოაზრემ სოლოსტუდიო დავაარსეთ და მასში მთელი ჩვენი ფინანსური/ადამიანური რესურსი ჩავდეთ.

იმ პერიოდისთვის ეს წამოწყება საკმაოდ რისკიან ნაბიჯად ითვლებოდა. მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს ჯერ კიდევ უჭირდათ იმის გააზრება, რომ ვებ გვერდის ქონა მათი საქმიანობის წარმატებისთვის აუცილებელი იყო.

მეორეს მხრივ, 17 წლის წინ, საიტის დამზადება დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, რისი ფუფუნებაც ბევრს არ ქონდა.

სწორედ აქ დავინახეთ ნიშა, რომელიც შეგვეძლო წარმატებით დაგვეკავებინა. სოლოსტუდიო გახდა ბაზარზე ერთერთი პირველი კომპანია, რომელიც მომხმარებელს „Readymade“ საიტებს უპრეცედენტოდ დაბალ ფასად თავაზობდა.

საქმე ბევრი იყო, თავდაუზოგავად ვშრომობდით.  მთელი დღეების მანძილზე შეხვედრიდან შეხვედრაზე დავდიოდით, ღამეებს გეგმების დალაგებაში ვათენებდით, ყველა კონტრაქტის დადება ბავშვებივით გვიხაროდა, შეკვეთებს მაქსიმალური კონცენტრაციით ვეკიდებოდით.

დანაპირებს ვასრულებდით, სახელს ვიხვეჭდით და გვჯეროდა, რომ „სამი მეგობარი“ ამ ახალ მოედანზე წარმატებას მიაღწევდა.

ასეც მოხდა! ის გამოცდილება, რომელიც ამ წლების განმავლობაში დავაგროვეთ, თავისუფლად მაძლევს იმის საშუალებას, რომ სრული პასუხისმგებლობით გითხრათ: ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს, გაუნელებელი ენთუზიაზმით და მაღალი პროფესიონალიზმით!

იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ და მზად ვართ ახალი, ნებისმიერი სირთულის გამოწვევისთვის! და რადგან თანამედროვეობას სტატისტიკა ძალიან უყვარს, აქვე ციფრებსაც მოვიშველიებ:

2008 წლიდან დღემდე შევქმენით 750-ზე მეტი ვებ გვერდი და ასამდე მათგანის ტექნიკურ უზრუნველყოფას დრემდე ვეწევით. წელიწადში 50 ვებ პროექტის „აწევა“ თავისუფლად შეგვიძლია.

თუმცა ყველანაირი სტატისტიკის მიღმა, არსებობს ადამიანური ურთიერთობები.

ჩვენთვის მთავარია ის ნდობა, რომელიც ამ 17 წლის მანძილზე მოვიპოვეთ. სწორედ ის ნდობა, რომელმაც ჩვენი მომხმარებლები ჩვენს პარტნიორებად აქცია.

ის ნდობა, რომელიც საკუთარ თავს გამოვუცხადეთ, როდესაც ამ საქმეში ჯერ კიდევ პიონერები ვიყავით.

ჩვენ გავამართლეთ საკუთარი მოლოდინები და ყოველ ნაბიჯზე ვამართლებთ და გავამართლებთ თქვენს მოლოდინებსაც!

ჩვენი კლიენტები და პარტნიორები ჩვენზე