ვებ-საიტების დამზადება
ვებ-საიტების დამზადება
ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად, შეძლებთ ვებ გვერდი თქვენს ბიზნესს იდეალურად მოარგოთ. გააჩნია რა გჭირდებათ, საიტი მზა ძრავებითა და შაბლონების გამოყენებით, თუ ორიგინალური დიზაინითა და პერსონალურად შექმნილი სამართავი პანელით, ვებ-საიტების დამზადება, ხდება როგორც შიდა რესურსით, ასევე პარტნიორი ფრილანსერების დახმარებით.
ამისთვის შეგვიძლია ოთხი ტიპის პაკეტი შემოგთავაზოთ:
პაკეტები
მინიმალური, იგივე საბაზისო პაკეტი მოიცავს მარტივ ვებ გევრდებს:
სტანდარტული Landing გვერდი, ერთ დონიანი, ორენოვანი ვებ-საიტი, ასევე ე.წ. Landing page…
დიზაინიში გამოიყენება WordPress შაბლონები და მისი მორგება ხდება დამკვეთის სტრუქტურაზე.
ასეთი ვებ-საიტის დამზადება ხდება 3-5 სამუშაო დღეში და ბიუჯეტი განსაზღვრულია 700-1000 ლარის ფარგლებში.
თუ ძალიან გეჩქარებათ, სტანდარტული პაკეტი თქვენი ბიზნესისთვის იდეალური არჩევანი იქნება.
მისი დამზადება 5-10 სამუშაო დღეში შეგვიძლია.
შედეგად მიიღებთ ორდონიან მენიუს გამოყენებით, სტანდარტული ფუნქციონალის მქონე ორენოვან, მზა ძრავზე (WordPress) მომუშავე ვებ გვერდს.
სურვილის შემთხვევაში, დიზაინსაც შემოგთავაზებთ, ან ჩვენს ძრავს თქვენ მიერ არჩეულ თემას ისე მოვარგებთ, რომ ვებ გვერდი ყველა მოწყობილობაზე იდეალურად გაიხსნება.
ეს მომსახურება 1700 – 2000 ლარი დაგიჯდებათ.
ეს პაკეტი სტანდარტულისგან განსხვავებით, მოიცავს, როგორც მზა, მულტიფუნქციურ ძრავზე აწყობილ ვებ გვერდს, ასევე კორპორაციულ დიზაინზე მორგებულ ინდივიდუალური ძრავის შექმნას.
სურვილის შემთხვევაში, პაკეტის ფარგლებში, შეგვიძლია პერსონალურად მოგამარგოთ დიზაინერი, რომელიც შექმნის შესაბამის ვიზუალს თქვენი საფირმო სტილის გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში საიტის დამზადებას 15 – 20 სამუშაო დღე დასჭირდება და 2700 – 3000 ლარი დაგიჯდებათ.
ამ პაკეტში ყველაფერი თქვენს სურვილზე და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.
ჩვენ ნებისმიერი სირთულის ვებ გვერდს დაგიმზადებთ, იქნება ეს ონლაინ მაღაზიისთვის, პროდუქტების მრავალდონიანი კატალოგისთვის, თუ განცხადებების პორტალისთვის.
ფასს და სამუშაოს სესრულების ვადებს რაც შეეხება, ამაზე ინდივიდუალურად მოვილაპარაკებთ.
*ფასები მოცემულია დღგ-ს გარეშე