ვებსაიტი მხოლოდ დასაწყისია
ციფრული რევოლუცია რომ სულ უფრო ღრმად აღწევს ჩვენს ცხოვრებაში, ამის დასტური თანამედროვე ბიზნეს სამყაროა.
დღეს ალბათ რთულად წარმოსადგენია ასე თუ ისე წარმატებული კომპანია, რომელსაც საკუთარი ვებსაიტი არ აქვს.
დიახ, საიტის ქონა, უკვე დიდი ხანია, არა ფუფუნების საგანი, არამედ აუცილებლობაც კი გახდა. ის პრაქტიკულად თქვენი ბიზნესის ონლაინ „სახლია“, რომელსაც პოტენციური მომხმარებლები სტუმრობენ და თქვენს ბრენდს, პროდუქციას თუ მომსახურებას ეცნობიან.
მოკლედ, ფაქტია, რომ ვებსაიტის ქონის აუცილებლობას დღეს უკვე ნებისმიერი კომპანია აცნობიერებს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად მცდარი მოსაზრებებიც გამიგია.
ციფრულ სამყაროში ნაკლებად ჩახედული ბიზნესის მფლობელების ნაწილი ჯერ კიდევ თვლის, რომ საიტის გაშვება ავტომატურად მოიზიდავს კლიენტებს და გაზრდის შემოსავალს.
სინამდილეში, რეალობა გაცილებით კომპლექსურია და თუნდაც მიმზიდველი, ფუნქციონალური ვებსაიტი, ცალკე აღებულად, თქვენი ბიზნესის აყვავებისთვის საკმარისი არ არის.
მაგალითისთვის, წამორიდგინეთ, რომ თქვენი დიდი ძალისხმევითა და ინვესტიციით, თბილისის გარეუბანში, თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და თავლწარმტაცი დიზაინის მქონე სპორტული დარბაზი ააშენეთ.
რა მოხდება, თუ მის პოპულარიზაციაზე არასათანადოდ არ იზრუნებთ?
არ შექმნით სარეკლამო კამპანიებს და არ უზრუნველყოფთ მის გამართულ ფუნქციონირებას?
დიდი ალბათობით, თქვენს სპორტულ დარბაზს არც ისე ბევრი მომხმარებელი ეწვევა და მალე ის მიტოვებულ, უფუნქციო ნაგებობად იქცევა.
ზუსტად იგივე ბედი შეიძლება ეწიოს თქვენს ვებსაიტსაც, თუ მისი შექმნის და გაშვებას შემდეგ, არსებით ნაბიჯებს არ გადადგამთ.
დიახ, საიტის შექმნა, წარმატების გზაზე, საქმის მხოლოდ 30%-ს შეადგენს და რეალური მუშაობა მხოლოდ ამის შემდეგ იწყება.
რა ხდება მაშინ, თუ ვებსაიტს ერჯერადად შევქნით და მას ყურადღებას აღარ დავუთმობთ?
ვებსაიტი არ არის ერთჯერადი პროექტი, ის ცოცხალი, მუდმივად განვითარებადი ორგანიზმია, რომელიც რეგულარულ ზრუნვას და ყურადღებას მოითხოვს.
თუ მოვდუნდებით, საიტი მწყობრიდან გამოვა, მოძველდება და, საბოლოო ჯამში, თქვენს ბიზნესს არა თუ რამეში წაადგება, ზიანსაც კი მიაყენებს.
წარმოიდგინეთ, როგორი იმედგაცრუება შეიძლება განიცადოს მომხმარებელმა, რომელიც თქვენს ვებსაიტზე ცდილობს შემოსვლას და რაიმე ტიპის ტექნიკურ პრობლემას აწყდება.
ეს არა მხოლოდ აფუჭებს პირველ შთაბეჭდილებას, არამედ სერიოზულ ეჭვებს აჩენს კონკრეტული ბიზნესის სანდოობის საკითხთან დაკავშირებით.
ან წარმოიდგინეთ, რომ თქვენს საიტზე ვიზიტორს მოძველებულ ინფორმაცია, ფასები და უინტერესო ტექსტები ხვდება…
ან კიდევ ნავიგაციის პრობლემები ექმნება, რადგან თქვენ UX აუდიტს არ ატარებდით და მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაციას სათანადოდ არ ახდენდით.
იმ შესაძლო არასასიამოვნო ფაქტორების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება მომხმარებელმა თქვენს განუახლებენ და „მოუვლელ“ ვებსაიტზე განიცადოს – საკმაოდ ვრცელია…
მართალია, რომ თქვენი ბიზნესის ონლაინ წარმატებისთვის, ვებსაიტის შექმნა და გაშვება პირველი ნაბიჯია, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
თუ გინდათ მან გრძელვადიან პერსპექტივაში, რეალური შედეგი მოგიტანოთ, პირველ რიგში, უნდა გაიზროთ, რომ ეს არის მუდმივი ძალისხმევის პროცესი… პ
როცესი, რომელიც საქმის პროფესიონალების ჩართულობას და შესაბამის ინვესტიციებს გულისხმობს.
გსურთ გაიგოთ, რა კონკრეტული ქმედებებია საჭირო იმისათვის, რომ თქვენი ვებსაიტი ნამდვილად იქცეს თქვენი ბიზნესის ზრდის მძლავრ ინსტრუმენტად?
მაშინ თვალი ადევნეთ ჩვენს მომდევნო ბლოგებს.
უფრო დეტალურად, საიტების მხარდაჭერის სესვისის გასაცნობად მიყევით ბმულს