ვებსაიტის დამზადება

შეიძლება თქვენ გაქვთ ბიზნესი, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს ვებსაიტი… ან შეიძლება თვლით, რომ არსებული საიტი უკვე მოძველებულია და დღევანდელ მაღალ სტანდარტებს არ შეესაბამება…

გინდათ ახალი საიტის შექმნა, თუმცა ამ სფეროსგან საკმაოდ შორს ხართ და Google-ში მოძიებული ტექნიკური დეტელები კიდევ უფრო გაბნევთ? მაშინ ეს ბლოგი თქვენთვის არის.

დღეს ძალიან მარტივი ენით აგიხსნით, რას მოიცავს ვებსაიტის დამზადება.

მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას იმ ძირითადი საკითხების შესახებ, რომელთა ერთობლიობაც საბოლოო ჯამში, ცოცხალ, მომხმარებლისთვის მიმზიდველ ვებსაიტს ქმნის.

რა არის ის პირველი ნაბიჯი, სანამ უშუალოდ ვებსაიტის დამზადებას დავიწყებთ?

კარგად გაგეგმილი ვებსაიტი მკაფიო მიზნების განსაზღვრით და სამიზნე აუდიტორიის კვლევით იწყება.

ამის პარალელურად, პირველი, რასაც ვაკეთებთ, დომეინის შერჩევაა. დომეინის თქვენი მომავალი ვებგვერდის ის დასახელებაა, რომლითაც მომხმარებელმა საძიებო სისტემებში უნდა გიპოვონ.

დომეინის შერჩევისას, უნდა გადამოწმდეს რამდენად არის ხელმისაწვდომი თქვენთვის სასურველი ვებ მისამართი, რაშიც ვებსაიტი Domenebi.ge დაგეხმარებათ.

კარგი დომეინი უნდა იყოს მოკლე, მარტივად დასამახსოვრებელი და კარგად შეესაბამებოდეს თქვენს ბიზნესს. ვებმისამართს რამდენიმე დაბოლოება შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, GE, ან COM.GE, EDU.GE, ან სხვა.

მარტივად მისახვედრია, რომ ამ უკანასკნელს საგანმანათლებლო საიტების მისამართის დაბოლოებისთვის იყენებენ.

როგორი უნდა იყოს ვებსაიტის მთავარი გვერდი?

მთავარი გვერდი მომხმარებელში თქვენს ბიზნესზე პირველ შთაბეჭდილებას ქმნის, უბიძგებს მას საიტზე დარჩენისკენ, ან მისი დატოვების სურვილს უჩენს.

მთავარ გვერდზე, საიტის ნავიგაციის საშუალებით, ვიზიტორებს სხვადასხვა გვერდებზე გადასვლის საშუალებას აძლევთ, ამას ხშირად მენიუსაც ეძახიან.

მენიუ სხვადასხვა ადგილას შეიძლება იყოს განთავსებული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერ შემთხვევაში მომხმარებელს მარტივ ნავიგაციაში დაეხმაროს.

მენიუ უნდა ჩანდეს ვებსაიტის ყველა გვერდზე, რათა ვიზიტორს ნებისმიერ დროს შეეძლოს საურველი მიმართულების განსაზღვრა.

როგორ ხდება თქვენი ვებსაიტის “განვითარება”?

დეველოპმენტი თქვენს ვებსაიტს ცოცხალ, ფუნქციურ საიტად აქცევს. ეს ეტაპი ძირითადად მოიცავს კოდირებას, ან ისეთი პლატფორმების გამოყენებას, როგორებიც არის WordPress ან Wix. რადგან დღევანდელი ბლოგი მსუბუქად საინფორმაციო ხასიათისაა, ტექნიკურ სიღრმეებში არ შევალ.

რა არის მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების ერთერთი მთავარი ინსტრუმენტი?

რა თქმა უნდა, საინტერესო, გამართული კონტენტი. დიახ, კონტენტ მენეჯმენტის გარეშე თანამედრობე, განვითარებადი ვებგვერდის ჩამოყალიბება პრაქტიკულად შეუძლებელია.

მარტივად მისახვედრია, რომ თუ ჩვენს ვებსაიტზე ტრეფიკის მოზიდვა გვინდა, მომხმარებელს მისთვის რელევანტური ინფორმაცია უნდა შევთავაზოთ.

თუ გინდათ თქვენი ვებგვერდი საძიებო სისტემების მოწინავე პოზიციებზე მოხვდეს, იცოდეთ, რომ ამ საქმეში გადამწყვეტ როლს SEO ოპტიმიზაცია თამაშობს.

თუ ეს თემა უფრო სიღრმისეულად დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ თვალი ჩვენს წინა ბლოგს გადაავლოთ.

და ბოლოს გეტყვით, რომ საიტის შექმნა შეიძლება საკმაოდ რთულ ამოცანად გესახებოდეთ, თუმცა თუ ამ საქმეს პროფესიონალების გუნდს მიანდობთ, სანერვიულო არაფერია.

გახსოვდეთ, რომ დღევანდელ გაციფრულებულ სამყაროში, კარგი ვებსაიტი თქვენი ბიზნესისთვის უდაოდ მომგებიანი ინვესტიციაა.

 

შესაბამისი სერვისების და პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს