როგორ მოვახდინოთ ვებგვერდის რედიზაინი

წინა ბლოგში განვიხილეთ შემთხვევები, როდესაც ბიზნესი ხვდება, ან უნდა მიხვდეს, რომ აუცილებელია ვებგვერდის რედიზაინი მოახდინოს.

დღეს ვეცდები მოგიყვეთ, რა ნაბიჯებია გასავლელი საიტის განახლების გზაზე, რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ და როგორ მივიდეთ სწორად დასახულ მიზნამდე.

საბოლოოდ კი, როგორ გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება, გავზარდოთ კონვერტაციები და ვიყოთ უფრო მეტად წარმატებულები, ვიდრე მანამდე.

მაშ ასე, როგორ მოვახდინოთ ვებგვერდის რედიზაინი?

არსებობს ასეთი რეკომენდაცია – საქმე მიმდინარე საიტის მუშაობის შეფასებით დავიწყოთ. დავაკვირდეთ ჩატვირთვის სისწრაფეს და გამოვთვალოთ ის საშუალო დრო, რომელსაც ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდზე ატარებენ.

მარტივად მიხვდებოდით, რომ მხოლოდ ასე შეგვიძლია განვსაზღვროთ და დავინახოთ ის საკითხები და პრობლემები, რომლებიც სასწრაფოდ შველას საჭიროებს.

ნუ დაგვავიწყდება დიზაინი და დავაკვირდეთ ასახავს, თუ არა ის ჩვენს ბრენდს. აქ ფერებს, ფონტებს და ნებისმიერ ვიზუალურ მზარეს ვგულისხმობ.

ამ საქმეში განსაკუთრებული ყურადღება მნიშვნელოვან, იგივე VIP გვერდებს მიაქციეთ.

გვერდებს, რომელთაც ყველაზე მაღალი კონვერტაციის მაჩვენებელი და დიდი ტრაფიკი აქვს.

კარგი იქნება შეიმუშაოთ ვებსაიტის კონტენტის სტრატეგია, რომელიც თქვენს მომხმარებელზე იდეალურად იქნება მორგებული.

გაიაზრეთ რა არის შესაცვლელი, დასამატებელი, ან საერთოდ წასაშლელი. თუ თვლით, რომ ახალ პლატფორმაზე გადასვლა გჭირდებათ, საიტზე არსებული კონტენტის მასზე გადატანაც მოგწევთ. ა

მ საქმეშიც დიდი სიფრთხილეა საჭირო, იმისთვის, რომ ხარისხი არ დაკარგოთ.

თუ საიტის ახალი დიზაინი გგვერდის URL-ებში ცვლილებას მოიცავს, მაშინ გადამისამართება უნდა დააყენოთ. ასე ვიზიტორები ძველ URL-ებზე დაწკაპუნებისას, ავტომატურად ახალზე აღმოჩნდებიან, რაც SEO-ს შენარჩუნებაში უდიდეს როლს ითამაშებს.

მხოლოდ რედიზაინი საკმარისი არ არის. განახლებულ ვებსაიტს მუდმივი მონიტორინგი ჭირდება. ასე მარტივად მიხვდებით იმუშავა თუ არა ცვლილებებმა და კიდევ რამე თუ არის გასაუმჯობესებელი.

დიახ, ხშირად მაინც შეიძლება იყოს ხარვეზები, რომლებსაც გამოსწორება ჭირდება.

მაგალითად თუ რედიზაინისას საკმარისად არ გაითვალისწინეთ მომხმარებლის გამოცდილება და თქვენს ახალ საიტზე ნავიგაცია რთულია… ან SEO არ გაქვთ საკმარისად გამართული.

ამ შემთხვევაში, შეგიმცირდებათ ტრაფიკი და საბოლოოდ დაკარგავთ მომხმარებელს.

რედიზაინის საქმეში აუცილებელია  A/B ტესტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ვებგვერდის ორი ვერსია ერთმანეთს შეადაროთ და ნახოთ რომელი მათგანი მუშაობს უკეთესად.

დიდი შანსია, რომ ამ ნაბიჯის გამოტოვებამ დიზაინის ხარვეზები გამოიწვიოს.

და ბოლოს, ყველაზე გავრცელებული შეცდომა გადამუშავებული ვებგვერდის აჩქარებაა. ასე შეიძლება საბოლოოდ შეგრჩეთ საიტი უამრავი შეცდომით და დაბალი ფუნქციონალით.

სწორედ ამიტომ, განვმეორდები და ვიტყვი, რომ ნებისმიერი საქმე, პროფესიონალებს უნდა მიანდოთ, რადგან სწორედ ისინი უზრუნველყოფენ თქვენს წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნამდე.

სერვისის დეტალურად საბახავად მიყევით ბმულს