დაცული ჩათები

ბოლო პერიოდში კონფიდენციალურობის და პრივატულობის საკითხი ინტერნეტ სივრცეში ძალიან სერიოზული კამათის და მსჯელობის საგანი გახდა.

შესაბამისად, აქტუალურია იმის ცოდნაც, თუ როგორ დავიცვათ თავი “არასასურველი დამკვირვებლებისგან“ პირადი მიმოწერის შემთხვევაში.

როდესაც საქმე კომუნიკაციის დაცულობას ეხება, რამდენიმე ძირითადი ფაქტორია გასათვალისწინებელი…

დაშიფვრა, თვითგანადგურებადი შეტყობინებები და ეგრეთწოდებული “ოფენსორსკოდი” მხოლოდ რამდენიმე ფუნქციაა, რომელსაც შეუძლია შეტყობინებების აპლიკაციები მეტად უსაფრთხო გახადოს…

თუმცა სანამ თეორიული წიაღსვლებით დავკავდებით, მოდით გადავხედოთ ობიექტურად ყველაზე უსაფრთხო ჩათის პროგრამებს, რომლებიც ამჟამად ფართო მასებისთვისაა ცნობილი და ხელმისაწვდომი.

ეს დაგვეხმარება გავიგოთ რომელი მათგანი ავირჩიოთ მეგობრებთან საურთიერთოდ და რომელი საეჭვო საქმიანობისთვის.

Signal ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო შეტყობინებების და დაცული ჩათების აპლიკაციად ითვლება. იგიე რთერთი პირველია, რომელიც იყენებს endtoend დაშიფვრას ყველა საუბრისთვის.

ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ გამგზავნს და მიმღებს შეუძლია წაიკითხოს შეტყობინება და არავისს ხვას… არც თქვენ უფროსს დაSignal-ის გენერალურ მენეჯერს…

აპლიკაცია ასევე საშუალებას იძლევა უსაფრთხო ვიდეო და ხმოვანი ზარები განვახორციელოთ და შეტყობინებები დროულად წავშალოთ.

Signal “ოფენსორსია”, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კოდი დამოუკიდებლად შეიძლება შემოწმდეს უსაფრთხოების ხარვეზებისთვის. ამ ფუნქციების გათვალსწინებით, Signal-ს დიდ რეკომენდაცას უწევენ კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების ექსპერტები.

რაც შეეხება Telegram-ს, ის შეტყობინებების კიდევ ერთი აპლიკაციაა, რომელიც ასევე გთავაზობთ endtoend დაშიფვრას საიდუმლო ჩათებისთვის.

აპლიკაციას ასევე აქვს ფუნქცია სახელწოდებით “თვით განადგურებადი ტაიმერი”, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეტყობინებები ავტომატურად გააქროს გარკვეული, სასურველი დროის შემდეგ.

Telegram ასევე საშუალებას იძლევა შექმნას დიდი ჯგუფური ჩათები, რაც მას შესანიშნავ ვარიანტად აქცევს ჯგუფური დისკუსიებისთვის. მას ასევე აქვს cloudbased ფუნქცია.

ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ მოწყობილობას დაკარგავთ, ჩათები უსაფრთხო იქნება და მათთან წვდომას ნებისმიერი სხვა მოწყობილობიდან შეძლებთ.

ჩვენმა საყვარელმა WhatsApp-მა, რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული შეტყობინებების აპლიკაციაა, სულ ცოტა ხნის წინ შემოიღო endtoend დაშიფვრა ყველა საუბრისთვის.

აპლიკაცია ასევე გვაძლევს საშუალებას უსაფრთხო ხმოვანი და ვიდეო ზარები განვახორციელოთ და ტაიმერიც დავაყენოთ შეტყობინებების ავტომატურად წაშლისთვის.

აქვე აღნიშვნის ღირსია ფუნქცია “წაშლა ყველასთვის”, რომელიც მიმოწერიდან გარკვეული დროის განმავლობაშია აქტიური. მოკლედ, WhatsApp მიჰყვა ტრენდს და უსაფრთხოებაზე ზრუნვა პრიორიტეტებში შეიყვანა.

Viber-იც, რომელიც ცოტათი ამოუცნობი მიზეზების გამო ჩვენთან საკმაოდ პოპულარულია, გადავიდა endtoend დაშიფვრის სისტემაზე ყველა საუბრისთვის.

აპლიკაციაში ასევე შედის “საიდუმლო ჩეთების” ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დააწესონ ტაიმერი შეტყობინებების ავტომატურად წაშლისთვის.

Viber ასევე საშუალებას იძლევა უსაფრთხო ხმოვანი და ვიდეო ზარები განვახორციელოთ. ფუნქცია სახელწოდებით “Viber Out”, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საერთაშორისო ზარები დაბალფასად გააკეთონ.

Wickr კი ისეთი შეტყობინებების აპლიკაცია, რომელიც სპეციალურად შექმნილია უსაფრთხო კომუნიკაციისთვის. აპლიკაცია რა თქმა უნდა იყენებს endtoend დაშიფვრას და კომფორტული ტაიმერიც აქვს შეტყობინებების ავტომატურად წასაშლელად.

Wickr ასევე საშუალებას იძლევა უზრუნველყოს ფაილების უსაფრთხო გაზიარება და დიდი ჯგუფური ჩათების შექმნის შესაძლებლობაც აქვს.

მას ასევე აქვს უნიკალური ფუნქცია, სახელწოდებით “Shredder”, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წაშალონ მოწყობილობის ყველა მონაცემი და ფაქტიურად უკვალოდ გაქრნენ.

ეს მას კიდევ უფრო უსაფრთხოს და სანდოს ხდის. ასე, რომ თუ ჯაშუშობანას თამაშს გადაწყვეტთ – ის იდეალურია.

მოკლედ, როდესაც საქმე კომუნიკაციის დაცვას ეხება საკმაოდ ბევრი ვარიანტია ხელმისაწვდომი. აქ ნახსენები შეტყობინებების თითოეული აპლიკაცია თან რაღაცით გავს ერთმანეთს, მაგრამ თან სხვადასხვა მახასიათებლებსაც გთავაზობთ.

თუმცა მთავარი ამოცანა – პრივატულობის შენარჩუნება, ყველასთვის პრიორიტეტია. ასე რომ სასურველი აპლიკაციის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თქვენი კონკრეტული საჭიროებები და პრეფერენციები…

ან სულაც შეგიძლიათ ყველა მათგანი ცადოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ არჩევანი.

 

ყველა ბლოგი