შეცვლის თუ არა web3 ბრენდების და მათი მომხმარებლების ურთიერთობას?!

წინა ბლოგში უკვე მოგიყევით, თუ როგორ ცდილობს #ბლოკჩეინზე და ტოკენებზე აგებული Web3, ინტერნეტი თავის დემოკრატიულ ფესვებს დაუბრუნოს და დეცენტრალიზებული გახადოს.

საინტერესოა შეცვლის თუ არა web3 ბრენდების და მათი მომხმარებლების ურთიერთობას?! საქმე იმაშია, რომ #Web3 არ არის მხოლოდ ახალი ტექნოლოგია…

ეს არის  მომავალი, რომელშიც ბრენდებს და ადამიანებს ახლანდელისგან რადიკალურად განსხვავებული კომუნიკაცია უყალიბდებათ. დღეს ბრენდები მესამე მხარის ქუქი ფაილებს ეყრდობიან, რათა მომხმარებლის ქცევას და სურვილებს ადევნონ თვალი და პერსონალიზებული გამოცდილება შექმნან.

ეს მიდგომა მალე წარსულს ჩაბარდება…

ისეთმა გავლენიანმა კომპანიებმა, როგორიც არის Google Microsoft და Apple, თავიანთი ბრაუზერებიდან უკვე აკრძალეს მესამე მხარის ქუქი ფაილების გამოყენება. მოკლედ, მალე ბრენდებს მოუწევთ მომხმარებელთან მიდგომა ბევრად უფრო თანამშრომლობითი ხასიათის გახადონ, ვიდრე ოდესმე.

ყველა შემთხვევაში, უცვლელი კანონი უცვლელადვე რჩება: ნებისმიერი ახალი გზის დანერგვისას, ყურადღება მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე უნდა იყოს გამახვილებული.

Web3-მა კომპანიებს საშუალება მისცა, რომ ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად და მომხმარებელთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად თავიანთი მარკეტინგული სტრატეგიები ჩამოაყალიბონ.

მომხმარებლები კი შეძლებენ იმუშაონ ბლოკჩეინთან და შექმნან ციფრული პროდუქტები, იმ სერვისების საშუალებით, რომელთაც მათ კომპანიები შესთავაზებენ.

კომპანიებს კი ამაში Cloud Computing და მასთან დაკავშირებული Brands as a Service დაეხმარება.

Brands as a Service პროტოკოლი რეგულირებადი ინდუსტრიაა და ბიზნესებს საშუალებას აძლევს გააფართოვოს მომხმარებელთან ურთიერთქმედება და მათ სხვადასხვა სერვისი შეთავაზოს.

უზრუნველყოს მომხმარებლის უკეთესი წვდომა იმ საჭირო ინსტრუმენტებზე და რესურსებზე, რომლებიც მას Web3-ის და ბლოკჩეინის გამოსაყენებლად ჭირდება.

Web 3 უნებართვო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს ამა თუ იმ ინტერნეტ სივრცეში ყველანაირი ავტორიზაციის გარეშე შეეძლება შესვლა.

აპლიკაციები იმუშავებს ბლოკჩეინზე, დეცენტრალიზებულ peer-to-peer ქსელებზე, ან მათ კომბინაციებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი დღეს შეიძლება ზედმეტად ფუტურისტულად მოგეჩვენოთ, დარგის ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ეს დღეები შორს სულაც არაა.

სკეპტიკოსები და ჰეითერებიც ტრადიციულად თავიანთ დაკრულზე ცეკვავენ და სამყაროს დასასრულის შესახებ ახალ-ახალ შეთქმულების თეორიებს თხზავენ.

გასართობად და თავშესაქცევად ნამდვილად შეიძლება ამ საშიში ზღაპრებით დაინტერესება.

ფაქტი კი ისაა, რომ დღეს ინტერნეტის და ტექნოლოგიების განვითარება წარმოუდგენელი და აქამდე არნახული სისწრაფით მიიმდინარეობს.

ის ბიზნესი კი, რომელიც ამ პროცესს ფეხს ვერ აუწყობს, წარსულში დარჩენის და თვითგანადგურების საფრთხის წინაშე დადგება.