აუთსორსინგი

დღეს ნებისმიერი ბიზნესი ცდილობს შეიმუშაოს გონივრული სტრატეგიები, რომლებიც ოპერაციების ოპტიმიზაციაში, ხარჯების შემცირებაში და ძირითად კომპეტენციებზე ფოკუსირებაში დაეხმარება.

ბიზნესის წარმატებისკენ წარმართვისთვის ბევრნაირი გზა არსებობს, თუმცა დღევანდელ ბლოგში კონკრეტულად აუთსორსინგზე და მის უპირატრესობებზე ვისაუბრებთ.

რას ნიშნავს აუთსორსინგი?

ტერმინი აუთსორსინგი გულისხმობს გარკვეული ბიზნეს ფუნქციების, ან პროცესების დელეგირებას გარე სერვისების პროვაიდერებზე.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ისეთი სამუშაო ძალის პოვნას, რომელსაც შეუძლია აწარმოოს პროდუქტი, ან სერვისი, ნაკლები დანახარჯით და თანაც ნაკლებ დროში.

ამ გზას ბევრი კომპანია მიმართავს და აუთსორსინგს ისეთი ამოცანების შესასრულებლად იყენებენ, როგორიცაა IT სერვისები, მომხმარებელთა მხარდაჭერა, ბუღალტერია და სხვა.

რატომ არის აუთსორსინგი ბიზნესისთვის მომგებიანი?

ერთერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ბიზნესები აუთსორსინგს მიმართავენ, მაღალი დონის მომსახურებაა.

ხშირად შიდა სამუშაო ძალები ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი პროდუქტის თუ სერვისის მიწოდებას.

აუთსორსზე კი ბიზნესებს შეუძლიათ აიყვანონ სპეციალიზირებული უნარების მქონე კომპანიები, თუ ცალკეული სპეციალისტები, რომლებსაც მათთვის მაღალი დონის სერვისის გაწევა შეუძლიათ.

აუთსორასინგი ფინანსების დაზოგვის უდიდესი პოტენციალია.

ამ გზით ბიზნესი არ ხარჯავს დროს და ფინანსურ რესურსს ახალი თანამშრომლების ძიებაში და ხშირ შემთხვევაში, შემდეგ მათ გადამზადებაში.

აუთსორსინგი უზრუნველყოფს წვდომას მაღალ ტექნოლოგიებზე

კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ბევრი აუთსორს კომპანია ინვესტიციას უახლეს ტექნოლოგიებსა და ინსტრუმენტებში ახდენს.

შესაბამისად, ამ კომპანიების დაქირავებისას ბიზნესს არ უწევს აღნიშნული მიმართულება თავად უზრუნველყოს. ამ შემთხვევაშიც, ფინანსების დაზოგვამდე მივდივართ, რაც დამეთანხმებით, ნებისმიერი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია.

მაგალითად, აუთსორსირებული IT ფირმები ხშირად უზრუნველყოფენ წვდომას კიბერუსაფრთხოების მოწინავე ინსტრუმენტებზე.

მარკეტინგული სააგენტოები კი დახვეწილ ანალიტიკურ პროგრამებს იყენებენ, რითიც თავიანთ გაწეულ სამუშაოს მეტ ეფექტურობას სძენენ.

რისკების შემცირება

გამოცდილი აუთსორს პარტნიორის დაქირავება შესაბამისობისა და მარეგულირებელი ამოცანების შესასრულებლად, უზრუნველყოფს კანონების დაცვას და ამცირებს სამართლებრივ რისკებს.

მაგალითს ისევ IT სფეროდან მოვიყვან. სპეციალიზირებულ ფირმებს უსაფრთხოების ძლიერი პროტოკოლი აქვთ, შესაბამისად, მათი მხრიდან რაიმეს დარღვევის რისკი პრაქტიკულად არ არსებობს.

აუთსორსინგით შესაძლებელია დაიზოგოს ერთერთი მთავარი რესურსი – დრო

მოგეხსენებათ, რომ ბიზნესისთვის კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად დრო ერთ-ერთი უპირობოდ გადამწყვეტი ფაქტორია.

აუთსორსინგს შეუძლია დააჩქაროს პროცესები, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს სხვებზე სწრაფად გამოიტანოს ბაზარზე საკუთარი პროდუქტი, თუ მომსახურება.

რა არის საჭირო ბიზნესის მხრიდან აუთსორსინგით სარგებლობის დროს?

მიუხედავად იმ მრავალი სარგებლისა, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, აუთსორსინგ თავისი გამოწვევების ახლავს თან. ეს შეიძლება იყოს დაქირავებულ გარე კომპანიასთან კომუნიკაციის ბარიერი.

ამიტომ საჭიროა ბიზნესმა უზრუნველყოს მკაფიო საკომუნიკაციო არხები, რომლებიც რეგულარულად განახლებადი იქნება.

გარდა ამისა, დავალებების დელეგირებამ ხანდახან კონტროლის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს.

ბიზნესმა, რომელიც აუთსორს კომპანიას ქირაობს, მუდმივად უნდა შეინარჩუნოს ზედამხედველობა დაქირავებულ კომპანიაზე.

და ბოლოს, ამ საქმეში გადამწყვეტი სწორი პარტნიორების შერჩევაა.

ბიზნესი უნდა ეცადოს ითანამშრომლოს კვალიფიციურ აუთსორს კომპანიასთან და თუ ცალკეულ პროფესიონალთან, რომელიც მის სპეციფიკურ საჭიროებებს სრულად უპასუხებს.

 

ყველა ბლოგი