არის თუ არა საკმარისი ტრაფიკი ჩვენს ვებ გვერდზე?!
თუ ვებ გვერდის ტრაფიკს გავაანალიზებთ, გავიგებთ რამდენი ადამიანი გვეწვია დღის განმავლობაში… კონკრეტულად რომელი გვერდები დაათვალიერეს, რა არხებიდან მოხვდნენ ჩვენთან და რა დრო გაატარეს საიტზე.
მარტივად მისახვედრია, რომ ამ გზით ახალი ვიზიტორების მოსაზიდად, სწორი სტრატეგიის შემუშავება შეგვიძლია.
არის, თუ არა საკმარისი ტრაფიკი ჩვენს ვებ გვერდზე?!
სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემთ, დავფიქრდეთ, ვინ შეიძლება სტუმრობდეს ჩვენს საიტს? ეს შეიძლება იყოს პოტენციური მომხმარებელი, ან ადამიანი, რომელიც შემთხვევით მოხვდა საიტზე.
ასევე შეიძლება იყოს ვინმე ანალიტიკოსი, ან თუნდაც ჩვენი კონკურენტი, რომელიც უბრალოდ ჩვენს მიერ განთავსებულ კონტენტს აანალიზებს.
მნიშვნელოვანია გავიგოთ საიდან ხვდებიან ისინი ჩვენს ვებ გვერდზე. პირდაპირ საიტის მისამართს კრეფენ, საძიებო სისტემებიდან გადმოდიან, თუ სოციალური ქსელებიდან.
იქნებ სულაც სტატიებიდან და ბლოგებიდან, ან იმ იმეილებზე დართული ლინკებიდან, რომლებსაც მომხმარებელს დროდადრო ვუგზავნით ხოლმე.
მოკლედ, თუ ვიზიტორების ქცევას კარგად შევისწავლით, მათ მოსაზიდად სწორი სარეკლამო სტრატეგიის შემუშავებაც არ გაგვიჭირდება.
ტრაფიკის ანალიზის დროს უამრავ ფაქტორს უნდა დავაკვირდეთ. მაგალითად, ვნახოთ ვინ ეწვია პირველად ჩვენს ვებ გვერდს, ან ვინ უარგვყო და ჩვენთან 15 წამზე ნაკლები გაატარა.
იმის გაგებაც კი შეგვიძლია, ვინ რომელ ღილაკზე რამდენჯერ დააწკაპუნა. მოკლედ, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ მომხმარებლის ქცევა საფუძვლიანად გავაანალიზოთ და ტრაფიკი მოვიზიდოთ.
ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი ვებ გვერდის დიზაინი ყველანაირ მოწყობილობას რომ უნდა ერგებოდეს, ამაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ.
კარგი ამბავი ის არის, რომ ვებ გვერდის ტრაფიკის გაანალიზება უფასოდაც შეგვიძლია, Google Analytics – ის საშუალებით…
მაგრამ თუ გვინდა ამ საქმეს მეტად სერიოზულად მივუდგეთ და უკეთესი შედეგებისთვის კონკურენტებიც გავაანალიზოთ, მაშინ გარკვეული თანხების გაღებაც მოგვიწევთ.
ახლა სულ ცოტა ხნით, საკუთარი თავი მხოლოდ მომხმარებლად წარმოვიდგინოთ. დავფიქრდეთ, პირადად ჩვენ ძირითადად რა გზით ვსტუმრობთ ხოლმე სხვადასხვა ვებ გვერდს.
რას ვაკეთებთ მაგალითად მაშინ, როცა რომელიმე კონკრეტული პროდუქტის, ან მომსახურების შეძენა გვინდა. რას ვაკეთებთ და ვგუგლავთ. საძიებო სისტემებს იმისთვის ვიყენებთ, რომ ვიპოვოთ საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ფასად.
საძიებო სისტემები კი თავისი ალგორითმის საშუალებით საზღვრავენ რომელ საიტს მიანიჭონ უპირატესობა და სხვებზე წინ გვაჩვენონ.
ამაში მთავარ როლს SEO (Search Engine Optimization) თამაშობს.
Google-ში დღის განმავლობაში უამრავი საძიებო ოპერაცია ხორციელდება და მომხმარებლის 1/3 სისტების მიერ შემოთავაზებულ პირველივე ვებ გვერდს ხსნის.
ასე რომ სულერთია რა ბიზნესი გაქვს, თუ ვებ გვერდის ტრაფიკის მოზიდვა გინდა, პირველი და უმთავრესი, რაც გჭირდება, ეს არის გამართული SEO.