ჩვენ შესახებ 2019-04-01T18:39:40+04:00

კომპანია „სოლოსტუდიო“ ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს, თავდაპირველად ჩვენი ძირითადი მიმართულება დაბალ და საშუალო ბიუჯეტიანი საიტების დამზადება იყო, თუმცა ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დროთა განმავლობაში დავამატეთ როგორც მაღალბიუჯეტიანი პორტალები, ასევე უკვე მზა საიტების მომსახურება, მოგვიანებით კი სხვა სერვისებიც, ისეთები როგორიცაა ბრენდინგი და ციფრული მარკეტინგი, ასევე SEO და  IT მომსახურება.

ჩვენი პორტფოლიო მოიცავს 500-მდე წარმატებულ ვებ პროექტს და მრავალწლიან პარტნიორობას ისეთ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან როგორებიცაა: რადიო „მაესტრო“, რადიო „კომერსანტი“, პროექტი – „თვითმმართველობის დროა“, პორტალი „ევროლაინი“ , ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ და ა.შ.

დღეისათვის „სოლოსტუდიო“ გარდა ქართული სივრცისა, შვეიცარულ კომპანია “Geohaus GmbH”– ერთად ახორციელებს პროექტებს ევროპაში და ჩვენი მიზანია ასევე სტაბილურად და წარმატებულად დავიმკვიდროთ ადგილი დასავლურ ბაზარზე…

გარდა ზემოთ ჩამოთვილილისა, ჩვენი მთავარი პლიუსი არის ჩვენს დამკვეთებთან დამოკიდებულება, როგორც წესი ჩვენი ურთიერთობა მათთან წლობით გრძელდება, შესაბამისია ჩვენი სლოგანიც:

„ჩვენ არ გვყავს კლიენტები, ჩვენ გვყავს პარტნიორები და მეგობრები…“