შეამოწმეთ თქვენი ვებსაიტი
მოდით, გულახდილი ვიქნები და პირდაპირ ვიტყვი იმას, რაც არაერთხელ მითქვამს – ვებსაიტი ერთჯერადი პროექტი არ არის!
დიახ, ის ვითარდება, ბერდება და შეიძლება ავადაც კი გახდეს.
როგორც ადამიანის სხეულს ჭირდება დრო და დრო დიაგნოსტიკა, სწორედ იგივენაირად ჭირდება საიტს პერიოდული აუდიტი. აუდიტში მოიაზრება დეტალური ანალიზი იმის შესახებ, თუ რამდენად სწორად მუშაობს ვებსიტის ტექნიკური ნაწილი.
გარდა ამისა, საჭიროა განისაზღვროს რამდენად მოხერხებულია ის მომხმარებლისთვის და რამდენად ეხმიანება მისი კონტენტი იმ მიზნებს, რომელიც კონკრეტულ ბიზნესს აქვს დასახული.
მოკლედ, ვებსაიტის აუდიტი საშუალებას გაძლევთ, დეტალურად შეაფასოთ საიტის ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი: სიჩქარე, უსაფრთხოება, დიზაინი, ტექსტები, სტრუქტურა, SEO ოპტიმიზაცია და სხვა.
ხშირად ბიზნესი ამ ნაბიჯს მხოლოდ ჩავარდნის პერიოდში დგამს, თუმცა რეალურად, აუდიტი პროფილაქტიკური უნდა იყოს.
უკეთესია სისუსტეები წინასწარ აღმოვაჩიოთ და დროულად გავაუმჯობესოთ ის ხარვეზები, რაც უშუალოდ შედეგებზე მოქმედებს.
მაინც რა საჭიროა ვებსაიტის აუდიტი?
აუდიტი პირველ რიგში ტექნიკური ხარვეზების გამოვლენაში გვეხმარება. გვერდების გატეხვა, დატვირთვის შეფერხება, ან მობილურზე არასწორად ჩვენება იმ პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ყოველდღიურად აზიანებს მომხმარებლის გამოცდილებას.
გარდა ამისა, ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად მოქმედებს იმ პოზიციაზეც, რომელიც ბიზნესს საძიებო სისტემაში აქვს მინიჭებული.
UX აუდიტის დახმარებით, მარტივად ჩანს, სად კარგავს მომხმარებელი ინტერესს, რა არ მუშაობს სათანადოდ და როგორ შეგვიძლია არსებული ხარვეზების გაუმჯობესება.
კონტენტის აუდიტი კი გვეხმარება გავაანალიზოთ, რამდენად არის ჩვენი ტექსტები მომხმარებელზე მორგებული რამდენად შეესაბამება ბრენდის ხმას.
აუდიტის დახმარებით, ასევე შეგვიძლია ჩვენი ბრენდი კონკურენტებს შევადაროთ და ზოგადად, საკუთარ მარკეტინგულ მიზნებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ.
როგორ მუშაობს პრაქტიკაში?
მომდევნო ბლოგებში დეტალურად განვიხილავთ ტექნიკურ, UX და კონტენტის აუდიტს, მანამდე კი გეტვით, რომ ამ საქმეში კანონზომიერი მიდგომაა საჭირო.
პირველ რიგში, თავადვე უნდა განსაზღვროთ ყველა ის ელემენტი, რომელიც ზემოთ ჩამოვლილ მიმართულებებში უნდა შემოწმდეს. იდეალურია, რომ აუდიტი ყოველ 6 თვეში ერთხელ ჩაატაროთ, თუმცა შეიძლება სწრაფად ცვალებად ბაზარზე, ამის საჭიროება უფრო ხშირადაც კი დადგეს.
არ გადავიწყდეთ, რომ პარალელურად კონკურენტებიც შეაფასოთ. გაიგეთ, როგორ გამოიყურებიან ისინი, რას თავაზობენ მომხმარებელს, როგორია მათი კონტენტი და ტექნიკური სიძლიერე.
გააკეთეთ პრიორიტეტიზაცია. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეიძლება მომხმარებლები მოთხოვნას ვერ აგზავნიან, ან რეგისტრაცია არ ფუნქციონირებს.
მაშინ ჯერ ამ საკითხებს მოაგვარებთ და ისეთი საკითხები, როგორიცაა მაგალითად, დიზაინის მსუბუქი ხარვეზები, მეორე პლანზე გადავა.
მაქსიმალური შედეგის მისაღებად, აუდიტის ჩატარება სჯობს ამ საქმის პროფესიონალებს მიანდოთ. ასევე გაითვალიწინეთ მომხმარებლის უკუკავშირი, რომელიც აუდიტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაცემთა წყაროა.
რა შედეგს იღებს ბიზნესი?
რეგულარული აუდიტის შედეგად, საიტი მეტად სტაბილური, მოქნილი და ეფექტური ხდება. პირველ რიგში, მომხმარებელი იღებს უკეთეს გამოცდილებას.
ყველაფერი სწორად მუშაობს, ნავიგაცია მარტივია, ინფორმაცია კი ზუსტი და სასარგებლო.
საბოლოო ჯამში, იზრდება კონვერსია, მეტი მომხმარებელი ახორციელებს სასურველ ქმედებას – ყიდულობს, გვწერს, რეგისტრირდება და ა.შ.
პერიოდული აუდიტი საიტს საძიებო სისტემებში პოზიციონირებაში ეხმარება.
განახლებული და ოპტიმიზირებული კონტენტი, სწრაფი ჩატვირთვა და სხვა გამართული ფაქტორები პირდაპირ მოქმედებს SEO-ს შედეგებზე.
რაც შეეხება მარკეტინგის ბიუჯეტს, მისი გამოყენებაც მეტად მიზნობრივი ხდება, აღარ იხარჯება დრო და რესურსი იმ პლატფორმებზე, რომლებიც რეალურად შედეგის მომტანი არ არის.
ასე რომ, შეამოწმეთ თქვენი ვებსაიტი და დარწმუნდით, რომ ის არა მხოლოდ არსებობს, არამედ რეალურად მუშაობს თქვენი ბიზნესისთვის.