როგორ იქმნება მობილური აპლიკაციები
თანამედროვე ადამიანისთვის მობილური ტელეფონის გარეშე ცხოვრება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ეს დიდწილად მობილური აპლიკაციების დამსახურებაა.
ახლავე შეგიძლიათ თქვენს მობილურ ტელეფონს, ან პლანშეტს დახედოთ და შეამოწმოთ რამდენი აპპი გაქვთ ჩამოტვირთული.
ახლა კი გაიაზრეთ, რამდენი მათგანის გარეშე იქნებოდა თქვენი ცხოვრება ბევრად უფრო რთული და დისკომფორტული.
დიახ, არსებობს აპლიკაციები, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ბევრად მოხერხებულს ხდის, ზოგავს ჩვენს დროს და ენერგიას.
ბიზნესები მუდმივად ცდილობენ ჰქონდეთ მომხმარებელზე მორგებული, კარგი მობილური აპლიკაცია, არ ჩამორჩნენ ტენდენციებს და ფეხი აუწყონ ადამიანების დროსთან ერთად გაზრდილ მოთხოვნებს.
მოკლედ რომ ვთქვათ, მობილური აპლიკაციის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია თქვენი ბიზნესის უკეთ განსავითარებლად.
მაშ ასე, როგორ იქმნება მობილური აპლიკაციები?
როგორც იცით, მობილური ტელეფონები დღეს ან Ios-ის, ან Android-ის პლატფორმას იყენებს. არ არსებობს აპლიკაცია, რომელიც ამ ორივე პლატფორმას მოერგება, ამიტომ ისინი ცალცალკე იქმნება.
პროცესი, რა თქმა უნდა, სამიზნე აუდიტორიის ანალიზით იწყება. აუცილებელია ბაზრის კვლევა, რომლიც გარეშეც სასურველი შედეგის მიღება ძალიან რთულია.
ასევე საჭიროა სწორად განისაზღვროს აპლიკაციის ფუნქციები და კომპონენტები.
აქვე არ გამოგვრჩეს აპპის სახელწოდების მოფიქრება. თუ თქვენი ბიზნესი ბრენდირებულია, რა თქმა უნდა, აპლიკაციის სახელწოდებაც ბრენდთან უნდა იყოს დაკავშირებული.
თუ თქვენს ბიზნესს ბრენდი არ გააჩნია, მაშინ ფანტაზიას მიენდეთ და რამე მიმზიდველი და სასიამოვნოდ დამაინტრიგებელი მოიფიქრეთ.
უდიდესი როლი აქვს დიზაინსაც. რაც არ უნდა მოსახმარად მოხერხებული იყოს თქვენი აპპი, კარგი დიზაინის გარეშე, სავარაუდოდ მომხმარებლის მხრიდან მისით დაინტერესება არც ისე მაღალი იქნება.
Android-ის შემთხვევაში აპლიკაციის კოდის შესაქმნელად გამოიყენება Java და Kotlin, რაც შეეხება iOS-ს, მისთვის Swift, ან Objective-C-ს იყენებენ. Xcode და Android Studio დეველოპმენტის ფრეიმვორქებისთვისაა საჭირო.
აუცილებელია აპიკაცია სხვადასხვა მოყობილობაზე იყოს ადაპტირებული, ეკრანის ზომისა და გარჩევადობის გათვალისწინებით.
საქმის დასრულების შემდეგ აპლიკაციის სატესტო რეჟიმში გაშვება ხდება. ამ დროს ხშირად თავს იჩენს გარკვეული ტიპის პრობლემები, რომლის მოგვარებაც საბოლოოდ საუკეთესო შედეგამდე გაგიყვანთ.
მას შემდეგ, რაც შეცდომები გამოსწორდება და აპლიკაცია დაიხვეწება, ის უკვე მზად არის ჩასაშვებად. მისი გამოქვეყნება აპპების სთორებში შეგიძლიათ (Apple App Store, Google Play Store).
თანამედროვე აპპები ყველა ტიპის სისტემას მოიცავს: ეს არის ვებ და მობილური პლატფორმები, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სისტემები, loT აპპები, თუ სერვისები. ყველა შემთხვევაში არსი ერთია – აპლიკაციებს სწრაფი და ეფექტური ოპტიმიზაციის უნარი აქვს.