როგორია იდეალური ლოგო

მოდით, მინიშნებით დავიწყოთ…

მაშ ასე – პატარა გამოსახულება, აიქონი, შესაძლოა სიმბოლო, რომელიც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

თქვენი ბრენდის მთავარი წარმომადგენელი, რომელიც საზოგადოების თვალში პირველ შთაბეჭდილებას ქმნის.

ის მთავარი კომპონენტი, რომელიც თქვენი ბრენდის იდენტობას და ძირითად ღირებულებებს უსვამს ხაზს.

დიახ, როგორც უკვე მიხვდით, ამ ბლოგში ლოგოზე და დღევანდელ კონკურენტუნარიან ბაზარზე, მის უდიდეს მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ.

როგორია იდეალური ლოგო?

იდეალური ლოგო არის მარტივი, სადა და ადვილად ამოსაცნობი.

როგორიც მაგალითად, ყველასთვის ცნობილი, Apple-ის ჩაკბეჩილი ვაშლი, რომელიც შესანიშნავად უსვამს ხაზს ბრენდის დახვეწილ დიზაინსა და ინოვაციურ ბუნებას.

იდეალური ლოგო მარტივად უნდა დარჩეს საზოგადოების გონებაში, უნდა იყოს უნიკალური  და ვიზუალურად საინტერესო… თუმცა გადამეტება არაფერს უხდება.

ზედმეტად უცნაური ლოგო შესაძლოა დამაბნეველიც კი გახდეს.

ბევრს გონია, რომ „მარტივი“ ლოგოს შექმნა სირთულეს არ წარმოადგენს და ისინი, რა თქმა უნდა, ცდებიან.

ამის დასამტკიცებლად ბევრს არ ვილაპარაკებ, მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან და ვფიქრობ საკმარისი იქნება.

რაც არ უნდა მარტივად გეჩვენებოდეთ პირობითად, Nike-ს ლოგო, ფაქტია, რომ მისი სისადავე და სიკაშკაშე, მოძრაობის და ათლეტიზმის სინონიმი გახდა.

კომპანიის ლოგო უნდა განთავსდეს ყველგან, როგორც ვებსაიტზე, ისე სავიზიტო ბარათებზე, სოციალური მედიის პროფილებზე, ბანერებზე და ა.შ.

სწორედ ამიტომ, საჭიროა კარგად გამოიყურებოდეს როგორც ფერში, ისე შავ-თეთრ ვერსიაში და ერგებოდეს ყველანაირ ზომას.

იდეალური ლოგო უნდა იყოს რელევანტური და შეესაბამებოდეს თქვენს ინდუსტრიასა და ბრენდის იდენტობას.

პირობითად, სამედიცინო კლინიკამ შეიძლება გამოიყენოს ფონეიდოსკოპის ელემენტი, მანქანების რემონტის კომპანიამ კი – მაგალითად, ბორბალი.

ყველაფერი ზემოთთქმული ასე თუ ისე, ყველასთვის ცნობილი და გასაგებია, ბევრად რთული შემდეგი ეტაპია.

მოკლედ, შექმენი კომპანია ან ბრენდი და დროა შექმნა ლოგო. აი აქ იწყება მთავარი.

პირველ რიგში, ორი აზრი არ არსებობს ლოგოს შექმნა პროფესიონალებს რომ უნდა მიანდოთ…

თუმცა თუ თქვენც გინდათ ამ უდიდეს საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანოთ, აი რა უნდა გააკეთოთ:

შეხედეთ წარმატებულ კომპანიებს თქვენს ინდუსტრიაში. ნახეთ, რა სახის ლოგოებს იყენებენ და რისი თქმა უნდათ ამ ლოგოებით.

დაათვალიერეთ ონლაინ ლოგო გალერეები. არსებობს ბევრი ვებსაიტი, სადაც წარმოდგენილია ყველა სახის კომპანიის კრეატიული და ეფექტური ლოგოები.

და ბოლოს, ნუ დაინანებთ ფინანსებს კარგი დიზაინერისთვის. გახსოვდეთ, რომ თქვენი ბრენდის ლოგო გრძელვადიანი ინვესტიციაა და მას უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია.

შესაბამისი სერვისების სანახავად გადადი ბმულზე