რა უშლის ხელს SEO-ს თავისი საქმის გაკეთებაში
დღევანდელი საზოგადოება უკვე შეთანხმდა, რომ გამართული SEO ვებგვერდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, რომ ტრაფიკის მოზიდვა ყველა ბიზნესის უდიდესი ინტერესია და თან მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ორგანული გზით არის შესაძლებელი.
დღევანდელ გაციფრულებულ სამყაროში, ეს გაყიდვების გაზრდის უალტერნატივო გზაა, თუმცა ისე როგორც ყველაფერში, შეცდომებისგან დაზღვეული არც ამ საქმეში ვართ.
SEO არც ისე მარტივად დასაუფლებელია, შესაბამისად ამ საქმეში ყოველთვის ჯობია პროფესიონალები დაიხმაროთ. და მაინც, რა უშლის ხელს SEO-ს თავისი საქმის გაკეთებაში?
ერთერთი ფაქტორი შეიძლება ვებსაიტის ნელი სიჩქარე იყოს.
წარმოიდგინეთ, რომ მომხმარებელი ცდილობს თქვენს საიტზე ნავიგაციას, თუმცა ამას იმდენი დრო მიაქვს, რომ ის ტოვებს თქვენს საიტს.
ამ დროს კი თქვენ კარგავთ ნდობას, ფულს..
თუ გვერდის ჩატვირთვას დიდი დრო ჭირდება, SERP-იდან ტრაფიკის მართვაზე ენერგიის დახარჯვა სარგებელს ვერ მოგიტანთ. თუ საიტის ჩატვირთვის მონიტორინგის გაკეთება გინდათ, ეს Google Chrome-ის ანგარიშის შესულების ნაწილში ხდება.
ის იმ წამების რაოდენობას დაგითვლით, რასაც მომხმარებლები თქვენს გვერდზე ნავიგაციის შემდეგ გადიან.
TTI იმის საზომია, თუ რა დრო ჭირდება თქვენს ვებგვერდს, სანამ სრულად ინტერაქტიული გახდება.
ალბათ გაინტერესებთ რამ შეეიძლება გამოიწვიოს თქვენი ვებგვერდის ჩატვირთვის დროის გაზრდა. მიზეზი შეიძლება ბევრნაირი იყოს, მაგალითად, როგორიცაა ფოტოს ფორმატი და ზომა.
SEO-ს სპეციალისტისგან განსხვავებით, თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ფოტოების რედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის და გამოსახულების ფორმატების გამოყენება… რომელსაც სურათის ზომის 72dpi-ზე დაყენებით, ფოტოების მიერ მოხმარებული გამტარიანობის შემცირება შეუძლია.
შეიძლება თქვენი საიტის ჩატვირთვას გადამისამართებები აფერხებს.
ამ შემთხვევაშიც სპეციალისტი დაგჭირდებათ, რომელიც ამ პრობლემის გამოასწორებით, თქვენს ვებგვერდს სისწრაფეს დაუბრუნებს.
საჭიროა დაასრულოთ საიტის აუდიტი ყველა შიდა URL-ის იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც გადამისამართების წყაროა.
ზომის შესამცირებლად და ჩატვირთვის დაჩქარების მიზნით, თქვენი SEO სერვისები შეკუმშავს CSS კოდს და JavaScript-ს, ცვლადების მოკლე სახელების მინიჭების გზით.
უტყუარია, რომ კარგად დაგეგმილ SEO სტრატეგიას ეფექტურად შეუძლია გაზარდოს ტრაფიკი თქვენს ვებგვერდზე…
თუმცა ამ სტრატეგიაში დაშვებული შეცდომები საქმეს იმდენად აფუჭებს, რომ თქვენი საიტის რეიტინგსაც კი უქმნის საფრთხეს.
პრობლემა შეიძლება ბევრნაირი იყოს, თუმცა დრევანდელ ბლოგში მხოლოდ საიტის ჩატვირთვის დროის შეფერხებაზე და მისგან გამოწვეულ შედეგებზე ვისაუბრეთ.
თვალი ადევნეთ სოლოსტუდიოს ვებგვერდს. მომავალი კვირის ბლოგში SEO სტრატეგიაში დაშვებულ სხვა შესაძლო შეცდომებზე ვისაუბრებთ.
SEO მომსახურების პირობების სანახავათ გადადით ბმულზე