რა არის Li-Fi?

კაცობრიობის ისტორიაში ბევრნაირი გარდატეხა მომხდარა. მომხდარა ბევრი ისეთი ცვლილება, რომლის შემდეგაც ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ის მანამდე იყო.

რადგან ჩვენი ბლოგები ტექნოლოგიებს შეეხება, მოდით ამ ჟანრიდან ყველაზე ტრანსფორმაციული ცვლილება გამოვყოთ. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ინტერნეტია.

ადამიანების ყოველდღიურობა მისი შექმნის დღიდან შეიცვალა და მის გარეშე ცხოვრება უკვე ერთი დღითაც კი წარმოუდგენლად გვეჩვენება. ინტერნეტმა გააქრო საზღვრები, გააჩინა უნიკალური შესაძლებლობა ვიყოთ ყველგან და ყოველთვის.

მოგვქცა შანსი ხელი გვედოს მსოფლიოს მაჯისცემაზე და წამებში მივიღოთ ყველა ჩვენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია.

ინტერნეტის გადაცემის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთერთია საკაბელო ინტერნეტი, რომლსაც კომპანიები და კერძო პირები აქტიურად იყენებენ, მისი მაღალი სისწრაფის და დაცულობის გამო.

აქტიურად მოიხმარება მობილური ინტერნეტიც, რომელიც მოქნილობით უდაოდ პირველ ადგილზეა და თანაც მუდმივად განვითარების პროცესშია.

სწორედ იგივენაირად იყენებს რადიო ტალღებს უკაბელო ტექნოლოგია Wi-Fi, რომელიც დახურულ სივრცეებში, სახლებში, ოფისებში ინტერნეტის განაწილების ყველაზე გავრცელებული მეთოდია.

საბოლოო ჯამში, დღეს ინტერნეტს სხვადასხვა გზით 5 მილიარდზე  მეტი ადამიანი ყოველდღიურად მოიხმარს.

ჩნდება მისი დაცულობის, სისწრაფის, თუ სხვა მაჩვენებლების გაუმჯობესების მოთხოვნაც. და თუ სისწრაფეზე ვსაუბრობთ, დროა ვახსენოთ ჩვენი დღევანდელი ბლოგის გმირი Li-Fi.

რა არის Li-Fi?

ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ინტერნეტის გადასაცემად, არც მეტი, არც ნაკლები, სინათლის სიჩქარეს იყენებს. დიახ, სიჩქარეს, რომელიც წამში 300 000 კილომეტრით გადაადგილდება.

Li-Fi უკაბელო საკომუნიკაციო ტექნოლოგიაა, რომელიც სინათლეს მონაცემთა რეალურ დროში გადასაცემად იყენებს.

ეს ახალი მეთოდი Wi-Fi-ზე ასჯერ უფრო სწრაფია. მას უდიდესი პოტენციალი აქვს და მართლაც შეიძლება მსოფლიოს ტექნოლოგიურ გარდატეხად შევაფასოთ.

შენობაში საკაბელო ქსელით მიღებულ ინტერნეტს Li-Fi -ს მოდემი სპეციალურ LED ნათურებზე ანაწილებს. ის მოწყობილობა, რომელიც ამ განათების ქვეშ მოექცევა, სინათლის მეშვეობით ინტერნეტით დასხივდება.

ამ ინტერნეტის მისაღებად კი მობილური ტელეფონი, თუ ლეპტოპი სპეციალური სენსორით, ან გადამყვანით უნდა იყოს აღჭურვილი.

მეცნიერები ამბობენ, რომ Li-Fi მეთოდით ინტერნეტის გადაცემა 230 გიგაბიტ-წამის სიჩქარით იქნება შესაძლებელი.

Wi-Fi-ს შემთხვევაში კი ეს ლიმიტი დაახლოებით 10 გიგაბიტ-წამს შეადგენს. დაყოვნების დროც უკიდურესად დაბალია.

რადგან ტექნოლოგია სინათლის სიჩქარეს იყნებს, ის ხელმისაწვდომია მხოლოდ იქ, სადაც თავად სინათლე აღწევს. ამ შემთხვევაში მარტივად მისახვედრია, რომ Wi-Fi-ს კვლავ გარკვეული უპირატესობა ექნება შენონებში და სხვა დახურულ სივრცეებში.

მაშინ რა არის Li-Fi-ის მთავარი უპირატესობა?

კიბერუსაფრთხოება! დიახ, მსგავს ინტერნეტში შეღწევა ჰაკერებისთვის ძალიან რთულია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მისი გარედან დაჰაკვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

გარდა ამისა, რადიო სიხშირის არარსებობის გამო ის ხელს არ შეუშლის სხვა ტექნოლოგიებს, იქნება ეფექტურად გამოყენებული და მეტად ლოკალიზებული.

წარმოიდგინეთ, სულ მალე თვითმფრინავში ინტერნეტის გათიშვა საჭირო აღარ იქნება. ამით მის უსაფრთხოებაზე ყველაფერი ნათქვამია.

აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ მისი ის, Wi-Fi-სთან შედარებით, გაცილებით ნაკლები თანხა დაჯდება.

ამ ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენება გარდა ცისა, წყალქვეშაც შესაძებელი იქნება.

ეს მეთოდი აქტიურად დაინერგება მედიცინაშიც, რადგან ის არანაირ საფრთხეს არ შექმნის MRI-ს აპარატურასთან ერთად მოხმარებისას.

Li-Fi-ს გამოყენება მოხდება ასევე სამხედრო საქმიანობაშიც, მაგალითად სადაზვერვო სამუშაოები.

 

ყველა ბლოგი