რატომ არის აუთსორსინგი ბიზნესისთვის მომგებიანი
დღევანდელ სწრაფად განვითარებად ბიზნეს სამყაროში, კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ იყვნენ კონკურენტუნარიანი, შეამცირონ ხარჯები და გაზარდონ თავიანთი ეფექტურობა.
ამის მისაღწევად სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ.
დღეს ერთერთ მათგანზე – აუთსორსინგზე ვისაუბრებთ. მიდგომაზე, რომელიც ყველა ზომის ბიზნესისთვის ერთნაირად მომგებიანია და რომელმაც ბოლო წლებში, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა.
ტერმინი აუთსორსინგი გულისხმობს გარკვეული ბიზნეს ფუნქციების, ან პროცესების დელეგირებას გარე სერვისის პროვაიდერებზე.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი სამუშაო ძალის პოვნას, რომელსაც შეუძლია აწარმოოს პროდუქტი, ან სერვისი, ნაკლები დანახარჯით, თანაც ნაკლებ დროში.
უკვე დიდი ხანია კომპანიები ისეთი ამოცანების აუთსორსინგს ახორციელებენ, როგორიცაა IT სერვისები, მომხმარებელთა მხარდაჭერა, ბუღალტერია და სხვა.
მაშ ასე, უფრო დეტალურად განვიხილოთ, რატომ არის აუთსორსინგი ბიზნესისთვის მომგებიანი?
ერთერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ბიზნესები აუთსორსინგს მიმართავენ, ფინანსების დაზოგვის პოტენციალია.
ამ გზით, საოპერაციო და შრომითი ხარჯების მნიშნელოვნად შემცირება შეიძლება. ბიზნესებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვა კომპანიების სპეციალიზირებული უნარები, რომლებიც ხარჯთეფექტურ სერვისებს უზრუნველყოფს.
ეს მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ ბევრად მაღალი დონის, ბიუჯეტური მომხახურება, ვიდრე ამას შიდა სამუშაო ძალების გამოყენებით შეძლებდნენ.
ბიზნესებს საშუალება აქვთ აუთსორსინგზე აიყვანონ ის კომპანიები, თუ ცალკეული სპეციალისტები, რომლებიც გარკვეულ სერვისს მაღალი ხარისხით აწვდიან.
ეს, რა თქმა უნდა, თავად კომპანიის პროდუქტების, თუ სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას გამოიწევს…
საბოლოო ჯამში კი – კონკურენტუნარიანობის ზრდას და მომხმარებელთა კმაყოფილებას.
აუთსორსინგი ბიზნესებს ისეთ მასშტაბურ დონეს თავაზობს, რომლის მიღწევაც შიდა ოპერაციებით ხშირად შეუძლებელია.
ამ გზით, კომპანიებს შეუძლიათ მარტივად შეცვალონ აუთსორსის გუნდის ზომა, მათი მოთხოვნების შესაბამისად.
ასეთი ტიპის მოქნილობა განსაკუთრებით სტარტაპებისთვის და შედარებით დაბალბიუჯეტიანი ბიქნესებისთვისაა მომგებიანი.
აუთსორსინგი კომპანიებს საშუალებას აძლევს დაზოგოს შიდა თანამშრომლების დაქირავების, ტრეინინგების და მართვის დრო.
ამ დროის უკეთესი ინვესტიცია კი სტრატეგიულ დაგეგმვასა და ძირითად ბიზნეს საქმიანობის წარმართვაში მოახდინოს.
აუთსორსინგის პარტნიორი კომპანიები, ხშირად თავიანთი სერვისების ეფექტურად მიწოდებისთვის, ინვესტიციას უახლეს ტექნოლოგიებსა და ინსტრუმენტებში ახდენენ.
შესაბამისად, მათთან თანამშრომლობის დროს, ზემოთ აღნიშნულში, დამატებითი ინვესტირება საჭირო არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ აუთსორსინგი თანამედროვე ბიზნეს ოპერაციების განუყოფელი ნაწილი გახდა, მის განხორციელებამდე, აუცილებელია კარგად შეფასდეს ბიზნესის სპეციფიური საჭიროებები.
იმისათვის, რომ ამ მიდგომამ თქვენს ბიზნესს სარგებელი მოუტანოს, შეუმციროს ხარჯები და ძირითადად კომპეტენციებზე ფოკუსირებით ეფექტურობა გაუზარდოს, სწორი პარტნიორების არჩევაა საჭირო.
წლებმა და გამოცდილებამ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ კონკურენტულ ბიზნეს სამყაროში, სწორი და გააზრებული აუთსორსინგი უდიდესი იარაღია წარმატების მისაღწევად.