ნეირომარკეტინგი

ბრენდის შექმნისას ძირითადად ვებსაიტზე, ფერებზე, სლოგანსა და ლოგოზე ვსაუბრობთ…

ამ დროს კი, ნეირომარკეტინგი გვიჩვენებს, რომ ბრენდი არა მხოლოდ ვიზუალური მხარე, არამედ ჩვენს ტვინში ჩაწერილი ემოციური გამოცდილებაა.

იცოდით, რომ გადაწყვეტილებების 95% არაცნობიერი გზით მიიღება?

ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა რაციონალური არგუმენტები ჰქონდეს ადამიანს პროდუქტის ყიდვისას, საბოლოო არჩევანს მაინც ემოციებიზე დაყრდნობით აკეთებს.

სწორედ ამიტომ გახდა ნეირომარკეტინგი თანამედროვე ბრენდინგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი.

რა არის ნეირომარკეტინგი?

ნეირომარკეტინგი არის მიდგომა, რომელიც მარკეტინგში ნეირომეცნიერების ცოდნას იყენებს. მისი მიზანია, უკეთ გავიგოთ, როგორ რეაგირებს ადამიანის ტვინი ისეთ სენსორულ სტიმულებზე, როგორებიცაა ფერი, ხმა, სუნი, შეხება და სხვა.

სწორედ ამ რეაქციების შესწავლით, შესაძლებელია დავინახოთ, როგორ გარდაიქმნება უბრალო შეგრძნებები ბრენდთან დაკავშირებულ ემოციებად და გამოცდილებად.

დაფიქრდი, რატომ გვიზიდავს ენერგიული, სწრაფი მუსიკა, როცა სპორტულ მაღაზიაში შევდივართ? ან რატომ გვგონია, რომ ყვითელ შეფუთვაში მოთავსებული პროდუქტი უფრო გემრიელია?

ფერები და ტვინი

ადამიანის ტვინი ფერებს არა მხოლოდ ხედავს, გრძნობს კიდეც.

ფერის აღქმა პირდაპირ მოქმედებს ემოციებსა და ქცევაზე, ხოლო მუსიკაზე ტვინი ფიზიოლოგიურად რეაგირებს: იცვლება გულისცემა, სუნთქვის სიხშირე და განწყობა.

სწრაფი მუსიკა ზრდის ენერგიას და სწრაფ გადაწყვეტილებებს ასტიმულირებს, მაშინ როცა ნელი ტემპი გვამშვიდებს და, მაგალითად, მაღაზიაში უფრო დიდხანს დარჩენისკენ გვიბიძგებს.

სუპერმარკეტებში ნელი მუსიკა რეალურად ზრდის მეტი პროდუქციის შეძენის ალბათობას.

ფიტნეს ბრენდები კი ენერგიულ და სწრაფ ბიტებს იყენებენ, რათა ბრენდის ასოციაცია ენერგიასთან კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ.

Sound Branding

ხმა შეიძლება იყოს ბრენდის ისეთივე ძლიერი იდენტობის გამომხატველი, როგორიც ლოგო. მაგალითად Netflix intro („ta-dum“) მოკლე, მაგრამ ისეთი ძლიერი ტრიგერია, რომ ადამიანს სასიამოვნო გამოცდილების მიღების მოუთმენელ სურვილს აღუძრავს. (იწყება ფილმი, ახალი გამოცდილება).

Apple-ის კომპიუტერის ჩართვის ხმა კი მომხმარებლისთვის სიმშვიდის და ახალი სტარტის სიმბოლოდ იქცა.

კვლევები აჩვენებს, რომ სონიკური ლოგო 46%-ით ზრდის ბრენდის ამოცნობას. მომხმარებლები უკეთ იმახსოვრებენ ბრენდს, რომელსაც თან ახლავს თავისი უნიკალური ხმა.

როგორ ვაწარმოოთ ნეირომარკეტინგი?

თუ ფიქრობ, რომ ყველაფერი ზემოთ ხსენებული მხოლოდ „დიდი ბრენდებისთვის“ არის, ცდები. ნეირომარკეტინგიოს პრინციპების გამოყენება პატარა ბრენდებსაც წარმატებით შეუძლიათ.

  • ფერი – აირჩიე 2-3 ფერი, რომლებიც შენი ბრენდის ემოციას გადმოსცემს დათანმიმდევრულად გამოიყენე ყველგან (ლოგო, ვებსაიტი, შეფუთვა)
  • სუნი – პატარა კაფესაც შეუძლია საკუთარი სურნელი ჰქონდეს
  • მუსიკა – სწორად შერჩეული მუსიკა ქმნის საჭირო ატმოსფეროს
  • ხმა – შენი ბრენდის ვიდეოებს შეიძლება ჰქონდეს მოკლე, განმეორბადი ხმა (ჯინგლი).

და ბოლოს, გახსოვდეს, რომ სწორად შერჩეული სენსორული ელემენტები, მომხმარებლის ტვინში ქმნის ასოციაციას, რომელიც ხშირად ბევრად ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სარეკლამო სლოგანი.

ყველა ბლოგი