ნაბიჯები ვებსაიტის შექმნის შემდეგ
დღეს უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ ვებსაიტის შექმნა, ნებისმიერი ბიზნესის წარმატების პირველი ნაბიჯია…
თუმცა არასწორია წარმოდგენა, რომ საიტის ამოქმედების შემდეგ, გაყიდვები ავტომატურად გაიზრდება და ბიზნესის წარმატება შეუქცევადი და გარდაუვალი გახდება.
საქმე გაცილებით რთულად არის. ვებსაიტი მაღაზიის ვიტრინას გავს – შეიძლება ის ააშენოთ, თუმცა სათანადო პოპულარიზაციისა და მენეჯმენტის გარეშე, მომხმარებელი სათანადოდ ვერ დააინტერესოთ.
რეალური მუშაობა ვებსაიტის შექმნის შემდეგ იწყება და ის გამართულ და მუდმივად განახლებად მარკეტინგს, SEO-ს და კონტენტ მენეჯმენტს გულისხმობს.
დიახ, მუდმივი სტრატეგიის გარეშე, ვიზუალურად მიმზიდველი და კარგად შემუშავებული ვებგვერდიც კი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ბიზნესმა ინვესტირება სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის სტრატეგიაში მოახდინონ.
ეს ის გზაა, რომელიც ბიზნესს მეტ ხილვადობას, ტრაფიკს და საბოლოოდ, გაზრდილ გაყიდვებს მოუტანს.
განვიხილოთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ვებსაიტის შექმნის შემდეგ
SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია
SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) არის ონლაინ ხილვადობის საფუძველი. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ვებსაიტი SEO-ს გარეშე არის მაღაზია, რომელიც ისეთ ადგილას არის განთავსებული, რომ მას ვერავინ ხედავს.
საიტის საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია უზრუნველყოფს, რომ პოტენციურმა მომხმარებლებმა მარტივად მიაკვლიონ ჩვენს ბიზნესს.
როდესაც ისინი Google-ში გარკვეულ პროდუქტს ეძებენ, გამართული SEO-ს შემთხვევაში, ის მათ ჩვენს საიტს, სხვა მსგავსი მომსახურების მქონე საიტებზე წინ თავაზობს.
კონტენტის მენეჯმენტი
გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ხარისხიანი კონტენტი გადამწყვეტია ციფრულ სამყაროში.
თუ ვიზიტორების მოზიდვა და შემდეგ მათი შენარჩუნება გვინდა, ვებსაიტზე მუდმივად უნდა იდებოდეს საინტერესო, გამართული შინაარსის ბლოგები, სტატიები, მულტიმედიური კონტენტი.
კარგი კონტენტ მარკეტინგი აყალიბებს ბიზნესის ავტორიტეტს და ბუნებრივი გზით აძლიერებს SEO-ს რეიტინგს.
სოციალური მედია მარკეტინგი
ბიზნესის წარმატებისთვის, სოციალური მედია ვებსაიტზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იარაღია.
პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობა Facebook-ზე, Instagram-ზე, LinkedIn-ზე და სხვა პლატფორმებზე აქტიურად ზრდის როგორც ტრაფიკს, ისე ბრენდის ცნობადობას.
სოციალურ მედიის ეფექტური სტრატეგია საინტერესო პოსტების გამოქვეყნებას, მიზნობრივი სარეკლამო კამპანიების გაშვებას და მომხმარებელთან კომენტარებისა და შეტყობინებების საშუალებით ურთიერთობას გულისხმობს.
ანალიტიკა და უწყვეტი გაუმჯობესება
ბიზნესის ონლაინ წარმატებისთვის აუცილებელია გადაწყვეტილებები მონაცემების ანალიზის შედეგად მიიღებოდეს.
საჭიროა მუდმივად ვადევნებდეთ თვალს ტრაფიკის წყაროებს და მომხმარებლის ქცევას, ვახდენდეთ საიტის მაღალი ხარისხის და არაეფექტური გვერდების იდენტიფიცირებას…
სწორედ ასეთი ტიპის მონიტორინგის გზით შევძლებთ დავარეგულიროთ ნებისმიერი ონლაინ მიმართულების სტრატეგია და საბოლოო ჯამში, ბიზნესი მეტად წარმატებული გავხადოთ.
შესაბამისი სერვისის სანახავად, იხილეთ ბმული