კიბერუსაფრთხოება 2

წინა ბლოგში, ცალკეული ადამიანებისა და ბიზნესებისთვის, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასა და ყველაზე გავრცელებულ კიბერსაფრთხეებზე ვისაუბრეთ.

დღეს საკითხს კიდევ უფრო ჩავშლით, კიბერთავდაცვის საუკეთესო პრაქტიკებზეც გიამბობთ და იმ სფეროებსაც განვიხილავთ, რომელთა დაცვა, ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სფეროები, რომლებიც კიბერუსაფრთხოების ფოკუსირებულ სტრატეგიებს მოითხოვს:

ქსელის უსაფრთხოება  მოიცავს ისეთ პრაქტიკებს, რომელიც იცავს ქსელის ხელმისაწვდომ რესურსებს არაარვტორიზებული შეღწევისგან.

Cloud უსაფრთხოება გულისხმობს Cloud მონაცემების დაშიფრვას შენახვის, გადაცემისა და დამუშავების დროს… რათა დაცული იყოს რეგულაციებთან შესაბამისობა, ბიზნესის მოთხოვნები და რა თქმა უნდა, მომხმარებლის პირადი სივრცე.

აპლიკაციის უსაფრთხოება გულისხმობს აპლიკაციის შექმნისა და განვითარების პროცესში მომხმარებლის ავთენტიფიკაციისა და მონაცემების დამუშავების კუთხით ზომების მიღებას.

End-User უსაფრთხოება მოიცავს უსაფრთხოების ისეთი მრავალშრიანი მეთოდების დამკვიდრებას, როგორებიცაა ვებუსაფრთხოება, ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება, ქსელური ეკრანი, იგივე firewall და ა.შ.

ავარიების აღმოფხვრა – ეს არის პროცესი, რომელიც ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის და სისტემების გამართვას გულისხმობს. ეფექტურად შესრულებული სამუშაოების შედეგად,  ელექტროენერგიის გათიშვის, ბუნებრივი კატასტროფების ან კიბერშეტევების დროს მიღებული ზიანის აღმოფხვრა საგრძნობლად მარტივდება.

მონაცემთა უსაფრთხო შენახვა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია და ის გულისხმობს მონაცემთა ბაზებისა და გამართული ეკოსისტემის შექმნას. ასევე შესაბამისი დაშიფრვის მეშვეობით ინფორმაციის ასლების იზოლირებულად შენახვას კიბერშეტევების თავიდან ასარიდებლად.

კიბერუსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკები:

„ნულოვანი ნდობა“ არის პრაქტიკა, რომელიც ნებისმიერი მომხმარებელს ავტორიზაციასა და ავთენტიფიკაციას თხოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულმა მათგანმა უნდა გაიაროს უსაფრთხოების შემოწმება, სანამ მონაცემებსა და აპლიკაციაზე მიიღებს წვდომას.

ინფორმაციის უსაფრთხოება და ივენთ მენეჯმენტი (SIEM) ასევე გავრცელებული მეთოდია, რომელიც აგროვებს და ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემებს.

SIEM-ის ფუნქციაა დროულად აღმოაჩინოს საეჭვო ინფორმაცია, რათა მისი აღმოფხვრა მყისიერად მოხდეს. ამ მეთოდში დღეს აქტიურად გამოიყენება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI) და ქცევითი ანალიზი.

იდენტობის და წვდომის მენეჯმენტი (IAM) კიბერუსაფრთხოების ასევე უმნიშვნელოვანესი პრაქტიკაა. ის განსაზღვრავს ნებისმიერი მომხმარებლის როლს და მხოლოდ ამის შემდეგ, შესაბამისად ანიჭებს მას წვდომას. IAM ამარტივებს კონტროლს და აკავშირებს მომხმარებელს მოთხოვნის რესურსებთან.

მისი ერთ-ერთი მეთოდოლოგიაა მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაციაც, რომელსაც დღეს არაერთი ბიზნესი მიმართავს კიბერსაფრთხეების თავიდან ასარიდებლად.

საჭიროა გავიაზროთ, რომ კიბერუსაფრთხობის მიღწევა ვერ მოხდება ერთჯერადად, ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც გამუდმებით ადაპტაციასა და სიფხიზლეს მოითხოვს.

კიბერუსაფრთხოება კიდევ უამრავ ისეთ დეტალს მოიცავს, რომელთა თეორიულად განხილვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ერთი რამ კი ფაქტია – კიბერდანაშაული ფუნქციონირებს ინტერნეტსა და ციფრულ სამყაროში და მას შეუძლია დააზიანოს როგორც ცალკეული ინდივიდები, ასევე ბიზნესები.

სწორედ ამიტომ კიბერუსაფრთხოება თანამედროვე სამყაროსთვის ერთ-ერთი უდიდეს გამოწვევად რჩება.

 

ყველა ბლოგი