ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენ
16 წლის წინ, სამმა თანამოაზრემ სოლოსტუდიო დავაარსეთ და მასში მთელი ჩვენი ფინანსური/ადამიანური რესურსი ჩავდეთ.
იმ პერიოდისთვის ეს წამოწყება საკმაოდ რისკიან ნაბიჯად ითვლებოდა. მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს ჯერ კიდევ უჭირდათ იმის გააზრება, რომ ვებ გვერდის ქონა მათი საქმიანობის წარმატებისთვის აუცილებელი იყო.
მეორეს მხრივ, 16 წლის წინ, საიტის დამზადება დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, რისი ფუფუნებაც ბევრს არ ქონდა.
სწორედ აქ დავინახეთ ნიშა, რომელიც შეგვეძლო წარმატებით დაგვეკავებინა. სოლოსტუდიო გახდა ბაზარზე ერთერთი პირველი კომპანია, რომელიც მომხმარებელს „Readymade“ საიტებს უპრეცედენტოდ დაბალ ფასად თავაზობდა.
საქმე ბევრი იყო, თავდაუზოგავად ვშრომობდით. მთელი დღეების მანძილზე შეხვედრიდან შეხვედრაზე დავდიოდით, ღამეებს გეგმების დალაგებაში ვათენებდით, ყველა კონტრაქტის დადება ბავშვებივით გვიხაროდა, შეკვეთებს მაქსიმალური კონცენტრაციით ვეკიდებოდით.
დანაპირებს ვასრულებდით, სახელს ვიხვეჭდით და გვჯეროდა, რომ „სამი მეგობარი“ ამ ახალ მოედანზე წარმატებას მიაღწევდა.
ასეც მოხდა! ის გამოცდილება, რომელიც ამ წლების განმავლობაში დავაგროვეთ, თავისუფლად მაძლევს იმის საშუალებას, რომ სრული პასუხისმგებლობით გითხრათ: ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს, გაუნელებელი ენთუზიაზმით და მაღალი პროფესიონალიზმით!
იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ და მზად ვართ ახალი, ნებისმიერი სირთულის გამოწვევისთვის! და რადგან თანამედროვეობას სტატისტიკა ძალიან უყვარს, აქვე ციფრებსაც მოვიშველიებ:
2008 წლიდან დღემდე შევქმენით 700-ზე მეტი ვებ გვერდი და ასამდე მათგანის ტექნიკურ უზრუნველყოფას დრემდე ვეწევით. წელიწადში 50 ვებ პროექტის „აწევა“ თავისუფლად შეგვიძლია.
თუმცა ყველანაირი სტატისტიკის მიღმა, არსებობს ადამიანური ურთიერთობები.
ჩვენთვის მთავარია ის ნდობა, რომელიც ამ 16 წლის მანძილზე მოვიპოვეთ. სწორედ ის ნდობა, რომელმაც ჩვენი მომხმარებლები ჩვენს პარტნიორებად აქცია.
ის ნდობა, რომელიც საკუთარ თავს გამოვუცხადეთ, როდესაც ამ საქმეში ჯერ კიდევ პიონერები ვიყავით.
ჩვენ გავამართლეთ საკუთარი მოლოდინები და ყოველ ნაბიჯზე ვამართლებთ და გავამართლებთ თქვენს მოლოდინებსაც!
რას გთავაზობთ
ჩვენი კლიენტები და პარტნიორები ჩვენზე
თავისი საქმის პროფესიონალები, კომფორტულები, მეგობრულები
გუნდი რომელსაც ყველა სურვილი რეალობაში მოჰყავს და მეტიც, რომელთან ერთადაც ნებისმიერი იდეა მუშაობის პროცესში კიდევ უფრო სრულყოფილი ხდება…
დიდი პასუხისმგებლობაა გაწიო რეკომენდაცია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა 100% Recommend!
ძალიან ყურადღებიანი და დისციპლინირებული პროფესიონალები არიან.
მიყვებაიან არა მხოლოდ ტექნიკურ დავალებას , არამედ გამოირჩევიან თავისი ინიციატივებით და საინტერესო წინადადებებით, რაც ამდიდრებს პროექტს.
„სოლო სტუდიოს“ წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დედლაინამდე ცოტა ხნით ადრე დავუკავშირდით,
მათ მოახერხეს ჩვენი დახმარება და ონლაინ კონკურსის ჩატარება, რომელიც ავსტრიის ეროვნულ დღესასწაულს უკავშირდებოდა.
პირდაპირი მნიშვნელობით დღე და ღამე მუშაობდნენ, რომ დროულად დაესრულებინათ. ამის შემდეგ კი, კონკურსის ტექნიკური მხარდაჭერა მთლიანად უზრუნველყვეს,
არაჩვეულებრივად იმუშავეთ, დიდი მადლობა!
„სოლო სტუდიოსთან“ 2008 წლიდან ვთანამშრომლობთ და მთავარი, რაც ამ კომპანიას სხვებისგან გამოარჩევს არის სტაბილურობა და საქმისადმი ერთგულება,
ჩვენი ურთიერთობა უკვე 16 წელია გრძელდება და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ერთად ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ მედია ბაზარს.
პროფესიონალიზმი, ოპერატიულობა და თანამედროვე ხედვა ის ძირითადი თვისებებია, რომელიც „სოლოსტუდიოს“ ყველა სხვა მსგავსი მიმართულების კომპანიისგან გამოარჩევს.
შეუძლებელია ამ გუნდთან თანამშრომლობის პირველივე დღესვე არ იგრძნო ის მეგობრული დამოკიდებულება და კომფორტი, რომელიც მათთან ერთად საქმის კეთების სურვილს კიდევ უფრო გაგიმყარებს.
„სოლო სტუდიოს“ უპირატესობა არა მხოლოდ თანამედროვე საიტის აწყობა, არამედ მისი შემდგომი ხარისხიანი მართვაა.
ჩვენთვის კომფორტია ვითანამშრომლოთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც სწრაფად და მოქნილად აკეთებს საიტზე ნებისმიერი სახის ცვლილებას.
„სოლო სტუდიოსთან“ თანამშრომლობის მთავარი კომფორტი არის ის, რომ მათი მხრიდან ტექნიკური ამოცანის გააზრება ხდება ზუსტად
და პროექტზე მუშაობისას დიდ ყურადღებას აქცევენ მის შინაარს, რაც კარგ წინაპირობას ქმნის საბოლოო გამართული პროდუქტის მისაღებად.
„სოლო სტუდიო“ – სტუდია რომელთანაც 16 წლიანი თანამშრომლობა მაკავშირებს,
ვენდობი მის პროფესიონალ გუნდს, ვისაც ესმის ჩვენი, შემოქმედებითი ხედვა და სიზუსტე არის ის რაც მათ ახასიათებს.
კომფორტულია ამ კომპანიასთან თანამშრომლობა.
სარეკლამო კომპანია ,,ზებრა სტუდიოს” ურთიერთობა ,,სოლო სტუდიოსთან” 2014 წელს დაიწყო.
ერთად განვაახლეთ ვებ-გვერდი და მოვიზიდეთ ახალი დამკვეთები.
ჩვენს ბიზნესში, ერთდროულად – ოპერატიულობას და შემოქმედებით მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს,
ამიტომაც ვფიქრობთ, რომ თქვენი სახით, საიმედო საქმიანი პარტნიორი შევიძინეთ.
„უნივერს ბიზნეს ჯგუფის“ და „სოლო სტუდიოს“ ურთიერთობა 2014 წლიდან გრძელდება.
ჩვენ სწორე მათ ვანდეთ ჩვენი ვებ-საიტის დამზადება და მომსახურება, ამ კომპანიასთან თანამშრომლობა გვაძლევს განცდას, რომ ჩვენი ონლაინ სერვისები „საიმედო ხელშია“
და გარდა სუფთა კომერციული ინტერესისა, მათი სახით საიმედო პარტნიორი და მეგობარი შევიძინეთ.
GINGERS-სა და „სოლო სტუდიოს“ 8 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ.
ამ პერიოდში მათთან ერთად საქმის კეთება შეგვიყვარდა.
ყოველთვის დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივად ჩვენს პარტნიორებს ხარისხიან, შემოქმედებით და საინტერესო პროდუქტებს შევთავაზებთ.
ვებ-საიტზე მუშაობისას ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დიზაინის უნიკალურობა,
ინდუსტრიული ქალაქის კონცეფციისთვის დამახასიათებელი დინამიური და მოსახერხებელი ინტერფეისის შექმნა, რომლსაც მომავალშიც ვმართავდით მარტივად და ეფექტურად.
საიტის შექმნისას ჩვენ და „სოლო სტუდიომ“ ვიმუშავეთ როგორც ერთმა გუნდმა, პროცესი იყო მარტივი, სწრაფი, ხარისხიანი და პროდუქტიც შესაბამისი გამოვიდა.
ქართულ კომპანიებს შორის „სოლოს ტუდიოს“ რამდენიმე მახასიათებელი გამოარჩევს.
ისინი ინდივიდუალურად მიუდგნენ ჩვენი, როგორც დამკვეთის საჭიროებებს. ურთიერთობა მარტივი, სასიამოვნო და კომფორტულია.
ვგრძობთ, რომ მათთვის ვებ გვერდის ფორმასთან ერთად შინაარსიც მნიშვნელოვანია.
კომპანიამ დათქმულ ვადებში ჩაგვაბარა გამართული ვებგვერდი. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ამ გუნდთან თანამშრომლობას.
„სოლო სტუდიოსთან“ წლებია ვთანამშრომლობთ და ვმეგობრობთ.
ჩვენთვის ამ კომპანიასთან ურთიერთობა დიდი კომფორტია, ვიცით რომ ჩვენი ვებ-საიტი,
ყველა ონლაინ პროექტი და პროდუქტი საიმედო ხელშია, სიამოვნებით გავუწევდით რეკომენდაციას სხვებსაც
„ატარე ანბანის“ გუნდი სიამოვნებით უწევს რეკომენდაციას „სოლო სტუდიოს“,
რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ ვებ მომსახურებას,
დროულ და პროფესიულ მხარდაჭერას!
ვებ-გვერდზე მუშაობისას, ხშირად ვფიქრობდი, როგორ გაგვიმართლა, რომ სწორედ „სოლო სტუდიო“ შევარჩიეთ.
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საიტის შექმნა ასეთი სასიამოვნო პროცესი იქნებოდა.
დიდი მადლიერება და პატივისცემა საოცრად პროფესიონალ, პასუხისმგებლიან და მეგობრულ გუნდს. მათ შექმნეს ვებ-გვერდი, რომლითაც ათეულობით ათასი უცხოელი მკითხველის წინაშე მოვიწონეთ თავი. ყოველთვის თამამად გავუწევდი ამ გუნდს რეკომენდაციას.
ვებ-საიტების დამზადება და მომსახურება, თანამედროვე ბიზნესის ერთერთი მთავარი ბენეფიტია,
„სოლო სტუდიოსთან“ თანამშრომლობით კარგი გამოცდილება მივიღე – მარტივი კომუნიკაცია და პროფესიონალიზმი მათ ნამდვილად გამოარჩევს
და რაც მთავარია ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ახალი საიტის დიზაინით!
მეოთხე წელია, რაც „სოლო სტუდიოსთან“ დავიწყეთ თანამშრომლობა და ტატო მახაშვილი ჩვენი მარჯვენა ხელი გახდა.
პორტალის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუდმივად გვჭირდება მკითხველისთვის სიახლეების შეთავაზება და, ასევე, არსებული პროდუქტის გამრავალფეროვნება.
გარდა იმისა, რომ ტექნიკური დეტალების მოგვარებაში გვეხმარებიან, ხშირად იდეებსაც გვაწვდიან…
თანამშრომლობა „სოლო სტუდიოსთან“ კომფორტული და სასიამოვნოა.
პროფესიონალიზმი, ოპერატიულობა, განსაზღვრულ ვადებში შესრულებული სამუშაო და ეფექტური რეაგირება არის ის კრიტერიუმები, რის გამოც ავირჩიეთ ეს გუნდი.
სოლოსტუდიოს ახასიათებს ძალიან პროფესიონალური და რაც მთავარია, კრეატიული მიდგომა.შენს იდეებს კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის და ცდილობს საუკეთესო ვერსია შემოგთავაზოს.
თუ გინდა მიიღო კარგი პროდუქტი საჭიროა შენი ესმოდეთ – რა გჭირდება, გთავაზობდნენ, გპასუხობდნენ ყველა კითხვაზე, გარიდებდნენ ზედმეტ ტექნიკურ დეტალებს…
ეს ნიშნავს რომ მუდმივად ხარ ორიენტირებული ინოვაციაზე, კლიენტი არის პარტნიორი.
სწორედ ამიტომ ჩემს თანამშრომლობას „სოლო სტუდიოსთან“ აქვს ათეულ წელზე მეტი ხნის ისტორია.
სოლოსტუდიოში ზუსტად იციან, რა შედეგს ელოდები ყველაზე კომფორტული ის არის, რომ ბევრი ახსნა არ გჭირდება. მთავარია, იდეა გაუზიარო და დანარჩენი ძალიან სწრაფად კეთდება.
იმდენად კარგად ესმით ინდუსტრია, მათ რეკომენდაციებს ხშირად ვითვალისწინებ. ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და ვიცი, რომ სოლოსტუდიოს გუნდის მხარდაჭერით საინტერესო პროექტებს შევქმნით.
„სოლო სტუდიო“ – კომპანია, რომელსაც ვენდობი და ვიცი, რომ მოკლე დროში საუკეთესო პროდუქტს შექმნის.
ვებ-საიტების დამზადება და მომსახურება დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და ამის გამო კომფორტულია თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დაჭერა,
იმიტომ, რომ გულით ეკიდებით საქმეს და ზუსტად ხვდებით, რა სურს კლიენტს.
„სოლო სტუდიოსთან“ თანამშრომლობის გამოცდილება 8 წელზე მეტს ითვლის. ეს გამოცდილება გულისხმობს – სანდოობას, საიმედოობას და პასუხისმგებლობას.
რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს თანამშრომლობა არ სრულდება პროექტის მომზადებისა და დასრულების შემდეგაც.
ყოველთვის მზად არიან უპასუხონ შეკითხვებს, ითანამშრომლონ დამატებით და მოგიგვარონ პრობლემები.
მადლობა მათ თანამშრომლობის გამორჩეული კულტურისთვის.
„სოლოსტუდიოსთან“ თანამშრომლობა ასოცირდება სისწრაფესთან, კომფორტთან და მოქნილობასთან.
მისი გუნდი ყოველთვის მზად არის კლიენტის სურვილების მოსასმენად და საუკეთესო გადაწყვეტილების შესათავაზებლად.
ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პროფესიონალიზმი „სოლოსტუდიოს“ ნამდვილად გამოარჩევს კონკურენტებისგან.
აქამდე ვისთანაც მითანამშრომლია ვერც კი შეედრება „სოლო სტუდიოს“ ოპერატიულობას,
საქმისადმი გულითად დამოკიდებულებას და შენს საჭიროებებზე მორგებულ კომფორტულ მომსახურეობას.
მათთან მუშაობა ძალიან კომფორტულია, მოგყვებიან ბოლომდე შენი სურვილების ასრულების მხრივ და საბოლოოდ იღებ იმ პროდუქტს რაც გეხმარება წარმატებულ საქმიანობაში.
პროფესიონალი და სანდო ვებ სერვისების მომწოდებელი კომპანიის სწორი შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როგორც ნებისმიერ სხვა ტიპის საქმიან პარტნიორთან თანამშრომლობის დაწყება.
2018 წელს ჩვენმა კომპანიამ არჩევანი „სოლო სტუდიოს“ კომპლექსური მომსახურებების პაკეტზე გააკეთა,
რაც ითვალისწინებს როგორც ვებ დიზაინს ასევე ვებ გვერდის მართვას და ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა სერვისების დანერგვას.
„სოლო სტუდიოსთან“ თანამშრომლობა სასიამოვნო და საინტერესო პროცესია.
სასურველი იდეების ვიზუალური და ფუნქციური რეალიზაცია ამ კომპანიასთან ერთად მარტივია.
ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება მათი კიდევ ერთი პლუსია.
ეს ყველაფერი ერთად, სამუშაო პროცესს მსუბუქს, სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის…
ბოლო ათი წლის მანძილზე ღია საზოგადოების ფონდმა „სოლო სტუდიოს“ დახმარებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გააკეთა.
მათ გუნდს ყოველთვის ზუსტად ესმის კლიენტის მხრიდან დასმული ამოცანა, ითვალისწინებს ვებგვერდის შინაარსს და სპეციფიკას,
თავად ფიქრობს ბევრს და ყოველთვის ოპტიმალურ გამოსავალს აწვდის დამკვეთს.
ასევე კომფორტულია მათთან მუშაობა ვებგვერდის შემდგომი სერვისის პერიოდში.
2013 წელს როდესაც კომპანია დავაფუძნეთ და ვებ-საიტის დამზადება დაგვჭირდა,
დიდხანს არ გვიქიფრია და „სოლო სტუდიოს“ დავუკავშირდით, თანამშრომლობის სურვილი მათაც გამოთქვეს და უკვე 9 წელია,
ჩვენი და მათი ურთიერთობა მჭიდრო პარტნიორულ რეჟიმში გრძელდება…
“სოლო სტუდიოსთან” ერთად ვებ-საიტების დამზადება და მომსახურება ჩემი კომპანიისთვის დიდი კომფორტია,
ეს არის ვებ სტუდია 15 წლიანი გამოცდილებით, წარმატებით და ოპერატიულად ართმევენ თავს ნებისმიერი სირთულის დავალებას.
გუნდი გამოირჩევა კრეატიული იდეებით, რაც კლიენტისთვის დამატებითი ბენეფიტია.
თუმცა, მთავარი ღირებულება ამ კომპანიისთვის მაინც მრავალწლიანი გამოცდილება და მრავალფეროვანი პორტფოლიოა.
“სოლო სტუდიო” ის კომპანიაა, რომელიც მუდმივად მზად არის მოერგოს კლიენტის საჭიროებებს, პრიორიტეტებს და გრაფიკს.
ჩემი ვებ-გვერდის შექმნაში მათი წვლილი უფრო მეტია, ვიდრე – ჩემი და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ.
ჩვენი ფონდისათვის ვებ-საიტების დამზადება და მომსახურება მუდმივად პრობლემა იყო.
„სოლო სტუდიომ“ სასიამოვნოდ გაგვაკვირვა კვალიფიკაციით, ოპერატიულობით, მოქნილობით და ფასით – ყველა პარამეტრით აჯობა წინა მიმწოდებლებს,
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლოს და ბოლოს ვიპოვეთ კომპანია რომელსაც აწი თამამად ვანდობთ ჩვენს ვებ – ამოცანებს.
დღევანდელ რეალობაში ბიზნესში უმნიშვნელოვანესი როლი ძლიერი ვებ-პლატფორმის გარეშე წარმოუდგენელია.
თქვენ ხართ კომპანია რომელიც ამართლებს მოლოდინებს. დ
იდი მადლობა კომფორტული და მეგობრული თანამშრომლობისთვის.
„სოლო სტუდიო“ როდესაც შენი ბიზნესის დიჯითალ მხარე პროფესიონალების ხელშია.
„სოლო სტუდიოსთან“ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, მათთან მუშაობა საკმაოდ კომფორტულია და კომუნიკაცია მარტივი.
წლების განმავლობაში საქმიანი ურთიერთობა პირად მეგობრობაში გადაიზარდა და ისინი ნამდვილად ამართლებენ სლოგანს,
რომ მათ არ ყავთ კლენტები, არამედ ყავთ პარტნიორები და მეგობრები
ბაზარზე უამრავი კომპანია არსებობს, რომელიც ხარისხიან და თანამედროვე ვებ-გვერდების დამზადებას გვპირდება, თუმცა ძალიან ცოტა თუ შეძლებს მინიმალურ დროში ხარისხიანი და თანამედროვე პროდუქტის შექმნას.
„სოლო სტუდიო“ არის პასუხისმგებლიანი კომპანია, ხოლო მათთან თანამშრომლობა – საინტერესო და კომფორტული.
დიდი მადლობა “სოლო სტუდიოს” ხარისხისთვის, ოპერატიულობისთვის და პროფესიონალიზმისთვის.
სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა და იმედია შემდეგი ურთიერთობაც ასეთივე წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.