ვებ სტუდია 13 წლიანი გამოცდილებით - „სოლოსტუდიო“

ვებ სტუდია 13 წლიანი გამოცდილებით – „სოლოსტუდიო“

ისტორია – კომპანია „სოლოსტუდიო“ ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. თავიდან ჩვენი ძირითადი მიმართულება დაბალ და საშუალო ბიუჯეტიანი საიტების დამზადება იყო. მოგვიანებით ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დავამატეთ როგორც მაღალ ბიუჯეტიანი პორტალები, ასევე უკვე მზა საიტების მომსახურება.
შემდგომში კი სხვა სერვისებიც:

გამოცდილება – ჩვენი პორტფოლიო მოიცავს 500-ზე მეტ წარმატებულ ვებ პროექტს. მრავალწლიან პარტნიორობას ისეთ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან როგორებიცაა: რადიო „მაესტრო“, რადიო „კომერსანტი“, ავსტრიის საელჩო საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისი, ტელეკომპანია „ევრონიუს საქართველო“ , ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ და ა.შ.

მიზნები – დღეისათვის „სოლოსტუდიო“ საქართველოს გარდა, შვეიცარულ კომპანია “Geohaus GmbH”–სთან ერთად ახორციელებს პროექტებს ევროპაში. ჩვენი მიზანია ასევე სტაბილურად და წარმატებულად დავიმკვიდროთ ადგილი ევროპის ბაზარზე…

პრინციპები – გარდა ზემოთ ჩამოთვილილისა, ჩვენი მთავარი პლიუსი არის ჩვენს დამკვეთებთან დამოკიდებულება.როგორც წესი ჩვენი ურთიერთობა მათთან წლობით გრძელდება, შესაბამისია ჩვენი სლოგანიც:

„ჩვენ არ გვყავს კლიენტები, ჩვენ გვყავს პარტნიორები და მეგობრები…“