16 წელი ბაზარზე700 ვებ პროექტი80 ლოგო და ბრენდბუქი„სოლოსტუდიო“

16 წელი ბაზარზე700 ვებ პროექტი80 ლოგო და ბრენდბუქი„სოლოსტუდიო“

ჩვენ შესახებ

სოლოსტუდიო – 16 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მთავარი მიმართულება არის ვებ-საიტების დამზადება და მომსახურება, ასევე გრაფიკული დიზაინი, სოციალური მედიის არხების მართვა, SEO ოპტიმიზაცია და ციფრული მარკეტინგი.

შესაბამისად, გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის დამსახურებით ჩვენ კომპანიას, შეუძლია მოიცვას ციფრული მომსახურების სრული სპექტრი: ვებ-საიტის დაგეგმვა – ტექნიკური დავალების მომზადებიდან, მის ჩაშვებამდე და საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციამდე

ვებ-საიტების დამზადება

ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად, შეძლებთ ვებ გვერდი თქვენს ბიზნესს იდეალურად მოარგოთ. გააჩნია რა გჭირდებათ, საიტი მზა ძრავებითა და შაბლონების გამოყენებით, თუ ორიგინალური დიზაინითა და პერსონალურად შექმნილი სამართავი პანელით. ამისთვის შეგვიძლია ოთხი ტიპის პაკეტი შემოგთავაზოთ

მზა საიტების მომსახურება

თუ ვებ გვერდი უკვე გაქვთ და მისი განახლება, კონტენტის შექმნა/დამატება, ან ტექნიკური მხარდაჭერა გჭირდებათ, სწორ ადგილას მოხვდით. ამ მომსახურებას ერთჯერადათაც გაგიწევთ და ხანგრძლივადაც. მოდულების დამატება მოგინდებათ, თუ ვებ გვერდის სოციალურ ქსელებთან ინტეგრაცია, ყველაფრისთვის მზად ვართ. გადახედეთ პაკეტებს

ახალი ნამუშევრები

გრაფიკული დიზაინი

თუ ახლა იწყებთ ბიზნესს, ან რებრენდინგს აპირებთ, სოლოსტუდიო საფირმო სტილის და ვიზუალური ელემენტების სრული კომპლექტის შექმნას გთავაზობთ. ჩვენი დიზაინერები უახლესი ტენდენციების მიხედვით დაგიმზადებენ ლოგოს, ბრენდბუქს, გარე, თუ სოციალურ მედიაში განსათავსებელ ნებისმიერ ვიზუალს

ახალი ნამუშევრები

სოციალური მედიის მართვა

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ საშუალება  მოგეცემათ მიიღოთ ციფრული არხების მართვის სრული მომსახურება, რაც დაგეხმარებათ მინიმალური დანახარჯებით, მაქსიმალურ მოგებას მიაღწიოთ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ სოციალური ქსელების ინსტრუმენტების და უახლესი ტენდენციების ცოდნით არის შესაძლებელი

SEO ოპტიმიზაცია / ციფრული მარკეტინგი

თანამედროვე ბიზნესი ვებ გვერდის გარეშე სრულყოფილად რომ ვერ იფუნქციონირებს, ეს ეჭვგარეშეა. თუმცა თუ საკითხს ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ მხოლოდ საიტის შექმნა ვერაფერ სარგებელს მოგვიტანს, თუ ის საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციებზე არ იქნება. ამისთვის ნებისმიერ ვებ გვერდს ჭირდება SEO. უფრო რომ გაგიმატივოთ საქმე, კონკრეტულად გავწერეთ რა ოპერაციებს გთავაზობთ

Go to Top